ავტორი:

თბილისში, ავტოფარეხის ჩამონგრევის შედეგად 3 მოზარდი დაშავდა

თბილისში, ავტოფარეხის ჩამონგრევის შედეგად 3 მოზარდი დაშავდა

თბილისში მომხდარი უბედური შეთხვევის შედეგად 3 მოზარდი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევა გარდაბნის გზატკეცილზე მოხდა.

"მიმდინარე წლის 10 სექტემბერს თბილისში, გარდაბნის გზატკეცილზე, 101-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ ძველი ავტოფარეხის ჩამონგრევის დროს, ნანგრევებში მოყვნენ 2004 წელს დაბადებული ზ.ხ., 2003 წელს დაბადებული გ.მ. და 2010 წელს დაბადებული ნ.ქ.

სამივე არასრულწლოვანი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. ერთ-ერთი დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაში, ხელოვნურ მართვით სუნთქვაზე იმყოფება. დანარჩენი ორი არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

აღნიშნულზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს" - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

დაშავებულ მოზარდებს საავადმყოფოში მოინახულებს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო. უწყების ინფორმაციით, დაშავებულებიდან 2 ბავშვი ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული, ერთი კი მოსკოვის პროსპექტზე მდებარე რეგიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია