ავტორი:

როგორია შენობის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექიმის კომენტარი

როგორია შენობის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექიმის კომენტარი

ინგოროყვას კლინიკის ექიმის, კოტე მუმლაძის ინფორმაციით, შენობის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ორი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ კლინიკაში მოთავსებულ ერთ მოზარდს მოტეხილობა აქვს, მეორეს კი - დაჟეჟილობები.

"შემთხვევის შედეგად შემოიყვანეს ორი არასრულწლოვანი. ერთ-ერთს აღენიშნება მოტეხილობა, რომელსაც უტარდება ნეიროქირურგიული ოპერაცია. მეორეს აღენიშნება დაჟეჟილობა თავის არეში", - განაცხადა ექიმმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაბნის გზატკეცილზე, 101 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ ძველი ავტოფარეხის ჩამონგრევის დროს, ნანგრევებში მოყვნენ 2004 წელს დაბადებული ზ.ხ., 2003 წელს დაბადებული გ.მ. და 2010 წელს დაბადებული ნ.ქ.

"აღნიშნულზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს", - ნათქვამია ინფორმაციაში

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი