ავტორი:

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ზაზა სარალიძესა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ზაზა სარალიძესა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ზაზა სარალიძესა და პოლიციას შორის შეხლა შემოხლა და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. აქციაზე სარალიძისადა მაჩალიკაშვილის მხარდამჭერებმა მოიტანეს კონსტრუქციები, რომლებიც მათი განმარტებით, არის ერთგვარი საწვიმარი კონსტრუქცია და არა კარავი, რომლის გაშლასაც აპირებდნენ პარლამენტის ტერიტორიაზე.

ამის უფლება კი მათ პოლიციამ არ მისცა, რასაც სარალიძესა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს შეხლა შემოხლა მოჰყვა. „დაიხიეთ უკან. რატომ მოდიხართ აქ“, - მიმართა სარალიძემ პოლიციელებს.

ნახეთ LIVE: დაძაბულობა სარალიძე-მაჩალიკაშვილის აქციაზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი