ავტორი:

როგორია ზაზა სარალიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა

როგორია ზაზა სარალიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ზაზა სარალიძე ამ დრომდე ინგოროყვას სახელობის კლინიკაში რჩება. როგორც "ინტერპრესნიუსს" კლინიკაში განუცხადეს, 10:00 საათზე მას ექიმი მოინახულებს. კლინიკის ინფორმაციით, სარალიძის მდგომარეობა სტაბილურია.

"პაციენტის დიაგნოზია ჰიპერგლიკემია (შაქრის მაღალი დონე სისხლში) და ჰიპობოლემიური მდგომარეობა. ამ დროისათვის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა საჭიროებს დამატებით გამოკვლევებს და მონიტორინგს დინამიკაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პაციენტი რჩება კლინიკაში", - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს"ინგოროყვას კლინიკაში.

ზაზა სარალიძე გუშინ, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე შეუძლოდ გახდა. მან გონება დაკარგა, რის გამოც სასწრაფო დახმარების ბრიგადი გამოძახება გახდა საჭირო. სარალიძე ინგოროყვას კლინიკაში წუხელვე გადაიყვანეს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ