ავტორი:

ვოლსკი მაღრაძის განცხადებაზე: "ვიღაცა პარლამენტარმა თუ ლობიოს შეადარა მარიხუანას მოყვანა, არ ნიშნავს, რომ ეს გამოხატულებაა კანონმდებლების"

ვოლსკი მაღრაძის განცხადებაზე: "ვიღაცა პარლამენტარმა თუ ლობიოს შეადარა მარიხუანას მოყვანა, არ ნიშნავს, რომ ეს გამოხატულებაა კანონმდებლების"

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ საპატრიარქოს ქართულ უნივერსიტეტში ნარკომანიის თემაზე მიმდინარე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას კანაფის წარმოებასა და გაყიდვის საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა.

"ჩვენ ახლა მნიშვნელოვან თემას ვიხილავთ - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ვეხებით. პირადად ჩემი მოსაზრება ამ გადაწყვეტილების მიმართ არის ნეგატიური, მაგრამ გვაქვს ეს მოცემულობა. ამ მოცემულობას ან უნდა დავუპირისპიროთ რეგულაცია, ან უნდა მივუშვათ და გავხადოთ ეს საკითხი საზოგადოების გადასაწყვეტი. მართალს მოგვახსენებს არა მარტო ჩვენი ეკლესია, არამედ, სხვა კონფესიების წარმომადგენლებიც, რომლებიც აქ საკმაოდ წარმომადგენლობით არიან და საკმაოდ ინტენსივობით გამოდიან ამ უბედურების წინააღმდეგ, რომელსაც ნარკომანია ჰქვია, ამ შემთხვევაში კი კანაფის მოხმარებაზე გვაქვს საუბარი.

ეს თემა თუ კანონით არ დავარეგულირეთ, ჩვენ გაგვექცევა ეს სიტუაცია ხელიდან. ამიტომ ეს მითქმა-მოთქმა ჩვენი ბრალია. ვიღაცა ერთმა პარლამენტარმა თუ ლობიოს და სიმინდს შეადარა, ეს არ ნიშნავს, რომ ეს გამოხატულებაა იმ კანონმდებლების, რომლებიც პარლამენტის დარბაზში არიან წარმოდგენილნი. ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი და ჩვენ უნდა გადავდგათ შემდეგი ნაბიჯი.

უპირველეს ყოვლისა ყველამ, ვინც გადაწყვეტს, რომ მოიხმაროს კანაფი, უნდა იცოდეს, რომ მას სერიოზული შეზღუდვები და კანონიერი ზემოქმედება ემუქრება დაწყებული მართვის მოწმობის ჩამორთმევიდან, დამთავრებული სახელმწიფო სამსახურებში მუშაობის შესაძლებლობის შეზღუდვით და ზუსტად უნდა იცოდნენ, რომ საზოგადოებრივ ადგილებში, სადაც ახალგაზრდები არიან შეკრებილი, მოხმარება ისჯება კანონით და უნდა იცოდეს, რომ მიწოდება არ არის დაშვებული, ანუ ლეგალიზაციაზე ლაპარაკი არ არის" - განაცხადა ვოლსკიმ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები