ავტორი:

აფრიკელი ფოტოგრაფის ეს ნამუშევრები სუნთქვას შეგიკრავთ - "ზოგჯერ თვეობით მიწევს სასურველი კადრისთვის ლოდინი"

აფრიკელი ფოტოგრაფის ეს ნამუშევრები სუნთქვას შეგიკრავთ - "ზოგჯერ თვეობით მიწევს სასურველი კადრისთვის ლოდინი"

გრედ დიუ ტუა ერთ-ერთია იმ მაღალპროფესიონალი ფოტოგრაფებიდან, ვინც იშვიათი ან სულაც უნიკალური კადრის გამო, საკუთარ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს რისკავს და თვეობით "ნადირობს." AMBEBI-GE -ს მკითხველს სწორედ მის მიერ გადაღებულ უნიკალურ ფოტოებს სთავაზობს, თუმცა მანამდე ორიოდე სიტყვით თავად ფოტოგრაფის შესახებ გიამბობთ:

ის 1977 წელს სამხრეთ აფრიკაში დაიბადა და შეიძლება ითქვას, ბავშვობიდან გატაცებული იყო ფოტოგრაფიით და ადრეული წლებიდანვე იზიდავდა აფრიკის კონტინენტის ველური და ამავდროულად ულამაზესი ბუნება.

ფოტოზე: გრედ დიუ ტუა

ის დღეებს, კვირებსა და ზოგჯერ თვეებსაც ატარებდა ღია ცის ქვეშ, ან სულაც ხეზე დადარაჯებული, რომ მაღალი კლასის ფოტოგრაფია და სწორად მუშაობა შეესწავლა...

ის არაერთხელ დაუჯილდოვებიათ პრემიებით, ასევე არის საუკეთესო ფოტოდღიურების კონკურსების ლაურიატი. ლონდონში მის მიერ მოწყობილ გამოფენას "აფრიკა", დღის განმავლობაში 40 ათასი ადამიანი სტუმრობდა... ერთ-ერთ ინტერვიუში ის ამბობს, რომ ძალიან უყვარს ლეოპარდების გადაღება.

"მე უბრალოდ, დროისა და სამყაროს აღქმის შეგრძნებას ვკარგავ, როდესაც მათ სილამაზეს ვუყურებ... ნებისმიერი ადამიანი განიცდის ნებისმიერი რამის მიმართ ინდივიდუალურ გრძნობას, ასე ვარ მეც მათ მიმართ. შეუძლებელია ფოტოკადრები გამორჩეული არ იყოს, თუ სწორად დაიჭერ რაკურსს, ფოკუსს და მთლიანად, ლეოპარდს, ჩემს საყვარელ კატას, რომელსაც მიჭირს ცხოველი ვუწოდო... ისინი თითქმის ადამიანებივით მგრძნობიარე და დამოუკიდებლები არიან. მათი ცხოვრების წესს წლების განმავლობაში ვაკვირდები. ველურ ბუნებაში მუშაობამ ერთი მასწავლა - ჩვენ ძალიან ბევრი რამ არ ვიცით მათზე, რადგან მხოლოდ იმას ვუყურებთ, რაც პირდაპირ ჩანს. არადა მეორე მხარე უფრო საინტერესო მგონია," - წერს ფოტოგრაფი.

მისივე თქმით, წლების განმავლობაში სხვადასხვა ამინდში, გარემოსა და ლანდშაფტში მუშაობამ, მას ლამის ადამიანურ მოთხოვნილებებზე უარის თქმა ასწავლა.

"ყველაფერს აქვს მნიშვნელობა, დღე-ღამის დროს... გათენებას სხვა ფერები აქვს, დაღამებას, ღამეს და შუაღამეს - სხვა... ზოგჯერ თვეობითაც მიწევს სასურველი კადრის დასაჭერად ლოდინი... მე ვისწავლე სუნთქვის შეკავება, სხეულის მართვა, სიბნელეში ხედვა, სიცივის, სიცხის, შიმშილისა და წყურვილის მოთმენა... როდესაც ჩემს მიერ გადაღებული ფოტოების დასათვალიერებლად მოსული ადამიანების ემოციებს ვაკვირდები, მიხარია, რომ ეს შევძელი, მაგრამ მაინც არის ისეთი რამ ბუნებაში, რისი აღბეჭდვაც ყველაზე მაღალპროფესიონალური აპარატითაც კი არ შეიძლება," - წერს ის.

მომზადებულია bbc.com-ის მიხედვით

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე