ავტორი:

რა კომენტარს აკეთებს სკოლის დირექტორი 14 წლის გოგონაზე, რომელიც გორში ფეხსაცმლის ზონრით დამხრჩვალი იპოვეს

რა კომენტარს აკეთებს სკოლის დირექტორი 14 წლის გოგონაზე, რომელიც გორში ფეხსაცმლის ზონრით დამხრჩვალი იპოვეს

14 წლის გოგონას გარდაცვალების შესახებ გორის მე-2 საჯარო სკოლის დირექტორს რაიმე ვერსიაზე საუბარი უჭირს. როგორც სკოლის დირექტორმა გიორგი ბერძნიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, 14 წლის გოგონას პედაგოგებთან და თანაკლასელებთან პრობლემა არასდროს ჰქონია.

„უმძიმესი ფაქტი მოხდა და უკიდურესად შეწუხებულები ვართ. გოგონა ჩვენს სკოლაში რამდენიმე თვის წინ გორის მე-5 საჯარო სკოლიდან გადმოვიდა. პედაგოგებთან და თანაკლასელებთან პრობლემა არასდროს ჰქონია, არც რაიმე ტიპის კონფლიქტი მოსვლია თანატოლებთან. უნდა ითქვას ისიც, რომ ჩვენს სკოლაში, ფაქტობრივად, სულ რამდენიმე თვე ისწავლა. ვერ გეტყვით, რა მოხდა ამ ზაფხულს ან ჰქონდა თუ არა რაიმე პრობლემები ოჯახში“, - განაცხადა გორის მე-2 საჯარო სკოლის დირექტორმა გიორგი ბერძნიშვილმა.

14 წლის გოგონას გარდაცვალების შესაძლო ვერსიებს ვერც ოჯახის ახლობლები და მეზობლები ასახელებენ.

გორის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლე, 14 წლის გოგონა საკუთარ საცხოვრებელ სახლში ფეხსაცმლის ზონრით ჩამომხრჩვალი გუშინ საღამოს იპოვეს.

როგორც “ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ გამოძიება 115-ე მუხლით გადაკვალიფიცირდეს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

იხილეთ:

სკოლის დირექტორს ფეხსაცმლის ზონრით დამხრჩვალი 14 წლის გოგონას გარდაცვალების მიზეზზე საუბარი უჭირს

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ