ავტორი:

"გუშინ მოვისმინეთ, რომ საინვესტიციო ბანკი "გოლდმან საქსი" და ივანიშვილი ლობირებენ ნარკობიზნესს..." ნამდვილად სასაცილოა" - კალაძის კომენტარი

"გუშინ მოვისმინეთ, რომ საინვესტიციო ბანკი "გოლდმან საქსი" და ივანიშვილი ლობირებენ ნარკობიზნესს..." ნამდვილად სასაცილოა" - კალაძის კომენტარი

გუშინ მოვისმინეთ, რომ საინვესტიციო ბანკი „გოლდმან საქსი“ და ბიძინა ივანიშვილი ლობირებენ ნარკობიზნესს. ეს ნამდვილად სასაცილოა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, მსოფლიოში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ „გოლდმან საქსს“ ვინმე ასეთ ცილისწამებას აკადრებდა.

„ალბათ, ყველას გსმენიათ საინვესტიციო ბაკის „გოლდმან საქსის“ შესახებ. ტრილიონის ინვესტიციები აქვს განხორციელებული ამ ბანკს და ფლობს ისეთ კომპანიებს, როგორიც არის მაგალითად Apple, Yahoo, Microsoft და ა.შ. გუშინ მოვისმინეთ რომ ეს საინვესტიციო ბანკი და ბიძინა ივანიშვილი ლობირებენ ნარკობიზნესს. ეს ნამდვილად სასაცილოა და ალბათ, მსოფლიოში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ვიღაცას ეყოფოდა უტიფრობა და ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო კომპანიას „გოლდმან საქს“ ასეთ ცილისწამებას აკადრებდა. რას ვიზამთ, საქართველოში გვყავს ისეთი ტელეკომპანია („რუსთავი 2“), რომელიც ყველაფერს კადრულობს,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები