ავტორი:

წყლით დაფარული ქუჩები, ხალხით სავსე თავშესაფრები - ქარიშხალმა აშშ-მდე მიაღწია

წყლით დაფარული ქუჩები, ხალხით სავსე თავშესაფრები - ქარიშხალმა აშშ-მდე მიაღწია

ქარიშხალმა „ფლორენსმა“ აშშ-მდე მიაღწია. BBC-ის ინფორმაციით, აღმოსავლეთ სანაპიროზე ათობით ათასი სახლი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, ქუჩები კი წყლით არის დაფარული.

ქარიშხლის სიჩქარე ახლა 150 კმ/სთ-ა.

„ფლორენსი“ ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინას მიუახლოვდა და შესუსტდა, თუმცა ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ქარიშხალს შეუძლია უამრავი ადამიანი იმსხვერპლოს, ისინი „კატასტროფულ წყალდიდობას“ ელოდებიან. მილიონზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია.

ჩრდილოეთ კაროლინას გუბერნატორის თქმით, ქარიშხლისგან გადარჩენა იქნება „ამტანობის, ჯგუფურად მუშაობის, გონივრული მოქმედებისა და მოთმინების გამოცდა“. შტატამდე ქარიშხალი შუადღისას მიაღწევს.

ჩრდლოეთ კაროლინაში ძლიერი წვიმაა, ზღვის დონემ კი ძალიან მოიმატა და ხმელეთზე გადმოვიდა.

ადგილობრივი დროით 23 საათზე ქარიშხლების ეროვნულმა ცენტრმა განაცხადა, რომ ფლორენსი შესუსტდა და პირველი კატეგორიის ქარიშხლად იქცა. ამის მიუხედავად, უხვი წვიმის გამო სტიქია ძალიან საშიშია.

განსაკუთრებული რისკის ქვეშ კი ის მოსახლეობაა, რომელიც მდინარეებთან, შენაკადებთან და რეგიონის დაბლობებში ცხოვრობს.

ადგილობრივი ტელევიზიები ქარიშხლის გამო გაითიშა. ჩრდილოეთ კაროლინაში 100-ზე მეტი თავშესაფარია გახსნილი, სადაც მოსახლეობა „ფლორენსის“ დასრულებას დაელოდება.

ნიუ-იორკში გასულ 24 საათში კორონავირუსით 207 ადამიანი დაიღუპა

თავის ქალაში ჩიპის ჩადგმის შემდეგ, ლაპარაკი საჭირო აღარ იქნება - ილონ მასკის ახალი პროექტი, რომელიც 5 წელიწადში ენებს "გამოუსადეგარს გახდის"

საქართველოში მყოფმა, კრემლთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა ბრიტანული ლაბორატორიიდან საიდუმლო ინფორმაცია მოიპარეს - Daily Mail-ის სკანდალური სტატია