ავტორი:

რა ვითარებაა გორში, სადაც სამართალდამცველების დიდი რაოდენობაა მობილიზებული

რა ვითარებაა გორში, სადაც სამართალდამცველების დიდი რაოდენობაა მობილიზებული

გორის მუნიციპალიტეტის შენობასთან სამართალდამცველების დიდი რაოდენობაა მობილიზებული. საპროტესტო აქციის მონაწილეები გორის ცენტრში მდებარე ადმინისტრაციული შენობისკენ მიემართებიან.

აქციის მონაწილეების განცხადებით, გორის ცენტრში დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე თორნიკე მერებაშვილის ოჯახს სოლიდარობას გამოუცხადებენ.

სოფელ ხელთუბანში 6 ივლისს გარდაცვლილი 18 წლის თორნიკე მერებაშვილის ახლობლებმა ცენტრალურ ავტომაგისტრალზე აქცია გამართეს და 20 წუთის განმავლობაში მოძრაობა შეაფერხეს, შემდგომ კი საპროტესტო აქციის გაგრძელება გორის ცენტრში დააანონსეს. გზის გადაკეტვას სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება და პოლიციის დამატებითი ჯგუფების გამოძახება მოჰყვა.

გორის ცენტრში, ადამინისტრაციულ შენობასთან მიმდინარე აქციას მოგვიანებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძეც შეუერთდნენ. მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, მათი მხარდამჭერები გაერთიანდებიან და ობიექტურ გამოძიებას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეებთან შესახვედრად გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე მივიდა. აქციის მონაწილეები საკრებულოს თავმჯდომარის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებეს აკეთებენ და ითხოვენ, ხელისუფლებამ გამოძიების ობიექტურად წარმართვაზე პასუხისმგებლობა აიღოს. საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის განცხადებით, აღნიშნული აქცია პოლიტიკურად მართულია და აქციაზე არაერთი პირი იმყოფება „ნაციონალური მოძრაობიდან“.

აქციის მონაწილეები, გორში, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურისა და ხელისუფლების წარმომადგენელების ჩასვლას ითხოვენ.

ხელთუბანში თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რომლის გამოც გორში აქცია მიმდინარეობს, შსს-მ განცხადებაც გაავრცელა.

„გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 6 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო გზაზე მყოფ 1999 წელს დაბადებულ თ.მ.-ს შეეჯახა ამავე გზაზე მოძრავი „მერსედესის“ მარკის მიკროავტობუსი, რის შედეგადაც თ.მ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ხორციელდება კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, ამოღებულია შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერი, გამოკითხულია 137 პირი. თ.მ.-ს გარდაცვალების ზუსტი მიზეზების დასადგენად - კერძოდ, იყო თუ არა პიროვნების სიკვდილი გამოწვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების შეჯახებით თუ რაიმე სხვა გარემოებით - დანიშნულია ყველა შესაბამისი და კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ