ავტორი:

87 წლის რუსი მსახიობი 27 წლის ცოლს შორდება, რადგან ქალს მასთან სექსი არ სურს

87 წლის რუსი მსახიობი 27 წლის ცოლს შორდება, რადგან ქალს მასთან სექსი არ სურს

87 წლის რუსი მსახიობი ახალგაზრდა ცოლს შორდება, მიზეზად კი ამბობს, რომ გოგონას მასთან სექსი არ სურს.

Mirror-ის ინფორმაციით, ივან კრასკო 27 წლის ნატალიაზე სამი წლის წინ დაქორწინდა. მსახიობი ამბობს, რომ მოთმინება ამოეწურა და დროა, დაშორდნენ, რადგან ცოლი მასთან საერთო შვილის გაჩენაზეც უარს ამბობს.

კრასკოს თქმით, 2015 წელს, ქორწინებიდან მალევე ნატალიამ სექსზე უარი განაცხადა, რადგან „დაორსულება არ სურდა“. მისივე ინფორმაციით, ცოლი ამბობდა, რომ არ ჰქონდათ სახლი და საკმარისი ფული შვილის გასაზრდელად.

Mirror-ის ინფორმაციით, ნატალია ეკონომიკურად გაჭირვებულ ოჯახში გაიზარდა და არ სურს, მისმა შვილებმაც იგივე ბედი გაიზიარონ. „არ მინდა ვიყო მარტოხელა დედა, შვილების გაჩენა დიდი პასუხისმგებლობაა, ჩვენ კი სახლიც არ გვაქვს“ - ამბობს ნატალია.

დაქორწინებული წყვილი კრასკოს შვილიშვილთან ერთად ცხოვრობდა მოსკოვში. ნატალიას თქმით, ესპანეთში იმყოფებოდა, როდესაც განქორწინების შესახებ ქმრის გადაწყვეტილება გაიგო.

კრასკო აპირებს წინა ცოლს, ნატალია ვიალს დაუბრუნდეს. ვიალი მისი მესამე ცოლი და მისი ორი შვილის დედაა.

მსახიობს წინა ქორწინებებიდან ორი ვაჟი და ორი ქალიშვილი ჰყავს.

ივან კრასკოს საბჭოთა და რუსულ ფილმებში 140-ზე მეტი როლი აქვს შესრულებული.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს