ავტორი:

თბილისში 16 წლის ბიჭი დაჭრეს - დამნაშავე დაკავებულია

თბილისში 16 წლის ბიჭი დაჭრეს - დამნაშავე დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2002 წელს დაბადებულ შ.ჯ.-ს ბასრი საგნით ფეხის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი არასრულწლოვანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის თანამშრომლებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული რ.ჩ. დააკავეს.

მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან 3 საათში, ცხელ კვალზე დააკავა“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: თბილისში ბასრი საგნით 16 წლის ბიჭი დაჭრეს - მოზარდებს შელაპარაკება ბანქოს თამაშისას მოუვიდათ

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს