ავტორი:

ზაზა სარალიძე კლინიკაში გადაიყვანეს - მალხაზ მაჩალიკაშვილის კომენტარი

ზაზა სარალიძე კლინიკაში გადაიყვანეს - მალხაზ მაჩალიკაშვილის კომენტარი

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა.

სარალიძე თბილისში, პარლამენტის შენობასთან დაახლოებით ერთი საათის წინ შეუძლოდ გახდა და მას ექიმების დახმარება დასჭირდა. ადგილზე პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ, სარალიძის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

ზაზა სარალიძე მეექვსე დღეა შიმშილობს.

იხილეთ ვიდეო: შვილმოკლული მამის შიმშილობის მეექვსე დღე: ზაზა სარალიძე შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა

აქციები განახლდება, ზაზა სარალიძე გამოჯანმრთელდება და დაგვიბრუნდება, - ამის შესახებ პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტის შენობასთან განაცხადა.

მაჩალიკაშვილის თმით, ზაზა სარალიძე თავდაპირველად საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს აცხადდებდა.

„ზაზა შიმშილობს, ამის გამო შეუძლოდ გახდა. გამოჯანმრთელდება და უკან დაგვიბრუნდება. არც სამინისტრო გვყავს და არც ხელისუფალი", - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს აქცია, პარლამენტის წინ 19:00 საათზე დაიწყება.

ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი უკვე მე-6 დღეა მთავრობის გადადგომის მოთხოვნით პარლამენტის წინ შიმშილობენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი