ავტორი:

ექიმის კომენტარი ზაზა სარალიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

ექიმის კომენტარი ზაზა სარალიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

ზაზა სარალიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, - ამის შესახებ ინგოროყვას კლინიკის ექიმმა გიორგი გაფრინდაშვილმა განაცხადა.

"პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. ჰემოდინამიკური პარამეტრები აქვს ნორმის ფარგლებში. სისხლის ლაბორატორიული მონაცემები, რაც ამ ეტაპზე ხელთ გვაქვს ნორმალური და დამაკმაყოფილებელია. ზოგადი საერთო სისუსტეა გამოხატული“, - განაცხადა ექიმმა.

მისივე თქმით, დღეს დატოვებს თუ არა სარალიძე კლინიკას მის ჯანმრთელoბის მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.

"მაღალი ალბათობით, რა მონაცემებიც ამ ეტაპზე გვაქვს, რამდენიმე საათის შემდეგ, შესაძლებელია მან კლინიკა დატოვოს", - განაცხადა ექიმმა.

მისივე თქმით, განსაკუთრებით, დიაბეტით დაავადებული პაციენტების მიმართ რეკომენდაცია არის, რომ დაიცვან შესაბამისი კვებითი რეჟიმი.

ზაზა სარალიძე რამდენიმე საათის წინ პარლამენტის წინ შეუძლოდ გახდა, სადაც პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს. მე-6 დღეა რაც ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი მთავრობის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი