ავტორი:

ბათუმში მამაკაცი დაჭრეს

ბათუმში მამაკაცი დაჭრეს

ბათუმში ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცი დაჭრეს. იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მამაკაცს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. მამაკაცს ჭრილობა ფეხისა და ხელის არეში აქვს მიყენებული.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და სამართალდამცავები მუშაობდნენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. უწყების ცნობით, მომხდარის გამო, ჯერჯერობით დაკავებული არავინ არის.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო