ავტორი:

კანადის მოქალაქეებს, რომლებიც მარიხუანას მოიხმარენ ან კანაფის ინდუსტრიაში ინვესტიციებს დებენ, აშშ-ში შესვლას სამუდამოდ აუკრძალავენ

კანადის მოქალაქეებს, რომლებიც მარიხუანას მოიხმარენ ან კანაფის ინდუსტრიაში ინვესტიციებს დებენ, აშშ-ში შესვლას სამუდამოდ აუკრძალავენ

კანადის მოქალაქეებს, რომლებიც მარიხუანას მოიხმარენ ან კანაფის ინდუსტრიაში მუშაობენ და ინვესტიციებს დებენ, აშშ-ში შესვლაზე სამუდამო აკრძალვა ემუქრებათ, - ამის შესახებ აშშ-ს საბაჟო და სასაზღვრო დაცვის სამსახურის წარმომადგენელმა თოდ ოუენმა განაცხადა.

კანადაში რეკრეაციული მარიხუანა ლეგალიზებულია, ხოლო აშშ-ს ფედერალური კანონმდებლობით მარიხუანას მოხმარება აკრძალულია. თოდ ოუენის თქმით, თუ საზღვარზე შემოწმების შედეგად მანქანაში მარიხუანას ნარჩენებს აღმოაჩენენ, კანადის მოქალაქეებს დასაკითხად გადაიყვანენ. მისი თქმით, თუ პირი მოიტყუებს წარსულში მარიხუანის მოხმარების შესახებ, ეს თაღლითობა და შეცდომაში შეყვანაა, რაც აშშ-ში შესვლის სამუდამო აკრძალვას გამოიწვევს.

ასევე, დაუშვებელი იქნება კანადის მოქალაქის აშშ-ში შესვლა, თუ ის აღიარებს, რომ წარსულში მოიხმარა ნებისმიერი ნარკოტიკი, რომელიც აკრძალულია აშშ-ში.

აშშ-ს საბაჟო და სასაზღვრო დაცვის სამსახურის წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ში შესვლის სამუდამო აკრძალვა შესაძლოა კანადის იმ მოქალაქეებზე გავრცელდეს, ვინც კანადაში კანაფის ინდუსტრიაში მუშაობს ან ინვესტიციებს დებს ამ სფეროში.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე