ავტორი:

კახა კალაძე - რუსეთმა დაიწყო ომი და მაგას ამბობდა სალომე ზურაბიშვილი

კახა კალაძე - რუსეთმა დაიწყო ომი და მაგას ამბობდა სალომე ზურაბიშვილი

რუსეთმა დაიწყო ომი და მაგას ამბობდა სალომე ზურაბიშვილი, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ შეცვალა სალომე ზურაბიშვილმა აგვისტოს ომთან დაკავშირებით რიტორიკა.

კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აგვისტოს ომზე ლაპარაკის უფლება რა აქვს, რადგან მისი თქმით, ამ ყველაფრის თავიდან აცილება შეიძლებოდა.

„რუსეთმა დაიწყო ომი და მაგას ამბობდა სალომე ზურაბიშვილი. ორი აზრი არ არსებობს, რომ რუსეთი არის აგრესორი, ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია, უბრალოდ სიმართლეს უნდა გავუსწოროთ თვალი და უნდა ვთქვათ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი უფლება არ გააჩნია ისაუბროს ომსა და 2008 წელზე. მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ ეს ყველაფერი თავიდან აეცილებინათ,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები