ავტორი:

მონეტების მიერ გაცოცხლებული საქართველოს ისტორია და ფული, რომელიც არასოდეს უფასურდება

მონეტების მიერ გაცოცხლებული საქართველოს ისტორია და ფული, რომელიც არასოდეს უფასურდება

24 განსხვავებული მონეტა, 24 ისტორია - ეს ქართული მონეტების ოქროს კოლექციაა. უნიკალური წიგნი-ალბომი, პროექტი, რომელიც საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და გამომცემლობა "პალიტრა L"-ის ერთობლივი მუშაობის შედეგად განხორციელდა.

მონეტები საქართველოს ისტორიას ქრონოლოგიურად გვიამბობს. ეს წიგნი-ალბომი საქართველოს სახელმწიფოებრიობის მატიანეა, რომელიც უძველესი დროიდან XIX საუკუნის დასაწყისამდე პერიოდს მოიცავს. თითოეულ მონეტას ერთვის შესაბამისი ეპოქის მიმოხილვა. ალბომში შეხვდებით ეროვნულ მუზეუმში დაცულ, ეპოქების ამსახველი ექსპონატების ფოტოებსაც, რომლებიც ისტორიული სიზუსტით აღწერენ თითოეულ მონეტას.

წიგნ-ალბომზე ნუმიზმატთა და ისტორიკოსთა გუნდი მუშაობდა. სწორედ ამ ერთობლივი და დიდი შრომის შედეგია, რომ კოლექცია უნიკალური მონეტებით გაცოცხლებული საქართველოს ისტორია გახდა. ის ძვირფასი საჩუქარია ნებისმიერი ადამიანისთვის და ამავდროულად, საუკეთესო შესაძლებლობაა, სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს საქართველოს ისტორია მარტივად და საინტერესოდ გააცნო.

პროექტს დადებითი შეფასებები მოჰყვა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში. ასევე დადებითად შეფასდა საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლობის მიერ. პროექტის თანაავტორის მაია პატარიძის განმარტებით, წიგნის გაცნობით, კოლექციონერობის სურვილთან ერთად მკითხველს შესაძლოა სამეცნიერო ინტერესიც გაუჩნდეს.

გიორგი კეკელიძე, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი: „ეს იქნება ძალიან პოპულარული ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც აინტერესებს საქართველოს ისტორია, უშუალოდ მონეტების ისტორია. მონეტების არსებობაც ძველ საუკუნეებში არის ერთ-ერთი მთავარი დასტური ჩვენი სახელმწიფოებრიობისა ადრეულ ეპოქაში.“

დავით ლორთქიფანიძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი: „პალიტრა L-თან მომზადებული ეს წიგნი ფულის მიმოქცევის ისტორიას გვაჩვენებს. საამაყოა იმის თქმა, რომ ჩვენი მონეტები 2500 წელზე მეტი ხნისაა.“

მარიკა დარჩია, თბილისის საკრებულოს ხელმძღვანელი: „ეს წიგნი ძალიან ძვირფასია, მონეტებით გაცოცხლებული ისტორიაა. ეს არის ხიდი ხელშესახებ ისტორიასა და ნამდვილ ისტორიას შორის და ჩვენს თაობებს შორის, რომელიც უნდა გაცოცხლდეს. “

წიგნთან ერთად „ქართული მონეტების ოქროს კოლექციის“ ფასი შეადგენდა 174 ლარს. ამჯერად გამომცემლობა დაინტერესებულ მომხმარებელს მონეტების კოლექციის სრული სახით 150 ლარად ყიდვას სთავაზობს.

ალბომის სრული სახით გამოცემას პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა მკითხველების მხრიდანაც.

„ნუმიზმატიკით დაინტერესებული ხალხისა და კოლექციონერებისთვის ეს განსაკუთრებით საინტერესოა. თუმცა მე ვფიქრობ, რომ მონეტების კოლექცია საინტერესო უნდა იყოს ყველასთვის, ვინც საქართველოს ისტორიას აფასებს. მე, პირადად ცალ-ცალკე მისი შეგროვება ვერ შევძელი და ახლა ერთიანად შევიძინე,“ - აღნიშნა გიორგი ბერიძემ.

ქართული მონეტების ოქროს კოლექციის შეძენა შესაძლებელია როგორც წიგნის, ასევე სუვენირებისა და ღვინის მაღაზიებშიც კი.

“ქართველები მსოფლიო ისტორიაში “ - წიგნი, რომელიც უცნობი ქართველების შესახებ შთამბეჭდავ ისტორიებს მოგვითხობს

"ბიბლია განმარტებებით " - მესამე ტომი უკვე ხელმისაწვდომია

"ბრიმ თბილისში" ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის წარდგენა გაიმართა