ავტორი:

ვის ადანაშაულებს რუსეთი ИЛ-20-ის ჩამოგდებაში, რის შედეგადაც 15 სამხედრო დაიღუპა?

ვის ადანაშაულებს რუსეთი ИЛ-20-ის ჩამოგდებაში, რის შედეგადაც 15 სამხედრო დაიღუპა?

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რუსული სამხედრო თვითმფრინავის, ИЛ-20-ის ჩამოგდებას ისრაელის უპასუხისმგებლო ქმედებებს უკავშირებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, რომ რუსული თვითმფრინავი სირიული საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტამ ჩამოაგდო, რომლის სამიზნე ისრაელის საჰაერო ძალების თვითმფრინავები იყო.

„რუსულ თვითმფრინავს ამოფარებულებმა ისრაელელმა პილოტებმა ის სირიული საჰაერო თავდაცვის ძალების ცეცხლის ქვეშ მოაქციეს“, - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

უწყებაში ისრაელის ქმედებებს მტრული და პროვოკაციული უწოდეს და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ „რუსეთი უფლებას იტოვებს საპასუხო ზომები გაატაროს“.

„ისრაელის პროვოკაციულ ქმედებებს ვაფასებთ, როგორც მტრულს. ისრაელის სამხედროების უპასუხისმგებლო ქმედებების გამო 15 რუსი სამხედრო დაიღუპა. ეს არ პასუხობს რუსეთ-ისრაელის პარტნიორობის სულისკვეთებას“, - დასძინეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ რუსული სამხედრო თვითმფრინავი „ИЛ -20“, რომლის ბორტზეც 14 სამხედრო იმყოფებოდა, ხმელთაშუა ზღვის თავზე დღეს გაუჩინარდა. თვითმფრინავი ისრაელის საჰაერო ძალების F-16-ტიპის გამანადგურებლების მიერ სირიაში, ლატაკიას პროვინციაში მდებარე ობიექტებზე განხორციელებული შეტევის დროს გაუჩინარდა.

ოფიცრებმა მითხრეს, რომ გამაუპატიურებდნენ,  რა უნდა მექნა? - რუსი წვევამდელი, რომელმაც სამხედრო ბაზაზე 8 ჯარისკაცი მოკლა

რა შეიძლება გახდეს ჯარისგან გათავისუფლების ან გადავადების საფუძველი? - პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

"მოსალოდნელია, ტერაქტებით გასცენ პასუხი მსოფლიოს" - რა მოჰყვება "ნომერ პირველი ტერორისტის" სიკვდილს?