ავტორი:

რატომ არის სახიფათო ჭოჭინა ბავშვებისთვის? - ექიმები მოწყობილობის აკრძალვას ითხოვენ

რატომ არის სახიფათო ჭოჭინა ბავშვებისთვის? - ექიმები მოწყობილობის აკრძალვას ითხოვენ

უსაფრთხოების სტანდარტებში ცვლილებების შეტანის შემდეგ მკვეთრად დაეცა ჭოჭინის შედეგად დაშავებული ბავშვების რაოდენობა. მიუხედავად ამისა, მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჭოჭინის მოხმარების გამო ყოველწლიურად 9 ათასი ბავშვი შავდება. ამის შესახებ კვლევა ორშაბათს ჟურნალ Pediatrics-ში გამოქვეყნდა.

კვლევის თანახმად, 1990-დან 2014 წლამდე 15 თვემდე ნაკლები ასაკის მქონე 230 676 ბავშვს აღენიშნებოდა სხვადასხვა სახის დაზიანება, რომელიც ჭოჭინით სიარულის შედეგად იყო გამოწვეული.

ინციდენტების დიდი ნაწილი, ფაქტობრივად, 90%-ზე მეტი თავის ან კისრის დაზიანებით სრულდებოდა. ყველაზე ხშირი მიზეზი, რომელიც შემთხვევათა 74,1%-ს იწვევდა, კიბიდან ჩამოვარდნა იყო. დაზიანებათა გამომწვევ სხვა მიზეზებს შორის აღსანიშნავი იყო ჭოჭინიდან გადმოვარდნა.

ამერიკის პედიატრიის აკადემიამ ბორბლებზე არსებული ჭოჭინების აკრძალვა მოითხოვა. აკადემიის ცნობით, მოწყობილობას ბავშვის განვითარების უპირატესობა არ აქვს და პირიქით მათთვის საფრთხეს წარმოადგენს. მაგალითისთვის უნდა ითქვას, რომ კანადაში ჭოჭინების გაყიდვასა და წარმოებაზე სრული აკრძალვა მოქმედებს. განაგრძეთ კითხვა

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ