ავტორი:

ისტორიული დღე ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ისტორიაში - რაზე შეთანხმდნენ მხარეები

ისტორიული დღე ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ისტორიაში - რაზე შეთანხმდნენ მხარეები

ფხენიანში ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერების სამიტის მეორე დღე დასრულდა. მოლაპარაკებების შედეგად კიმ ჩენ ინმა და მუნ ჩჟე ინმა შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელიც რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს მოიცავს. ასევე, ჩრდილოეთ კორეა ტონჩხანის სარაკეტო პოლიგონის დახურვას და იონბენის ბირთვული ობიექტების სრული დემონტაჟის პირობას დებს. მიღწეულია შეთანხმება დემილიტარიზირებული ზონიდან ყველა სამხედროს გამოყვანის, ფხანმუნჯის სასაზღვრო პუნქტის განიარაღებისა და სადემარკაციო ხაზთან სამხედრო სწავლებების შეწყვეტის შესახებ.

მხარეებმა ასევე საავტომობილო და სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე მოილაპარაკეს. პროცესი წლის ბოლომდე დაიწყება. კიმ ჩენ ინმა კი უახლოეს დროში სეულში ჩასვლის სურვილი გამოთქვა. ეს ჩრდილოეთ კორეის ლიდერის სამხრეთის დედაქალაქში პირველი ვიზიტი იქნება.

სეულის და ფხენიანის რიგით მესამე სამიტი ხვალ დასრულდება.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე