ავტორი:

"პუტინმა ჩემი მოწამვლა ვირთხის საწამლავით სცადა" - რუსი მოდელის ქმარი სიკვდილს ებრძვის

"პუტინმა ჩემი მოწამვლა ვირთხის საწამლავით სცადა" - რუსი მოდელის ქმარი სიკვდილს ებრძვის

რუსი მოდელი ამტკიცებს, რომ ბრიტანეთში, ქალაქ სოლსბერიში მისი მოწამვლა პუტინის დავალებით სცადეს. „დეილი მეილის“ ინფორმაციით, 30 წლის ანა შაპირო ქმართან, 42 წლის ალექს კინგთან ერთად რესტორანში ვახშმობდა, როდესაც წყვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო.

მისი თქმით, ქმარი მამაკაცების საპირფარეშოში იატაკზე დავარდნილი იპოვა, ალექსს პირიდან ქაფივით მასა გადმოუვიდა.

კინგი საავადმყოფოშია მოთავსებული. უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები შიშობენ, რომ წყვილი, შესაძლოა, ვირთხის საწამლავით მოწამლეს.

მოდელი დარწმუნებულია, რომ თავდასხმის უკან, სკრიპალის ინციდენტის მსგავსად, პუტინი დგას.

„რესტორანში შევუკვეთე პიცა, ალექსმა კი ზღვის პროდუქტები და ბოსტნეული. ორი ჭიქა თეთრი ღვინოც გვქონდა,“ - ჰყვება მედიასთან ანა.

შაპიროს თქმით, უკვე ასრულებდნენ ვახშამს, როდესაც ალექსი ტუალეტში გავიდა, თავად კი თავი შეუძლოდ იგრძნო. დაახლოებით 15 წუთის შემდეგ ქმრის მოსაძებნად გავიდა და კინგი იატაკზე უგონოდ იპოვა.

სამართალდამცველები ფიქრობენ, რომ შაპირო და კინგი სტრიქნინით მოწამლეს.

„მე მარტივად გადავრჩი, მაგრამ ალექსის მდგომარეობა საკმაოდ რთულია. საბედნიეროდ, გონს მოვიდა, თუმცა ჯერ კიდევ ველოდებით ანალიზის შედეგებს,“ - ამბობს შაპირო.

მოდელი რუსეთში დაიბადა, თუმცა ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავად, 2006 წელს ისრაელის მოქალაქე გახდა.

2008 წელს საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა, სადაც ალექს კინგი გაიცნო. წყვილი 1 თვის წინ დაქორწინდა. შაპირო ფიქრობს, რომ რუსეთის სადაზვერვო სამსახურები მას ჯაშუშად მიიჩნევენ.

„მე საჯაროდ გავაკრიტიკე პუტინი და ქვეყანა, სადაც ჩემი ოჯახი ცხოვრობს. მე ყოფილი რუსი ვარ. მამაჩემი რუსეთის არმიის გენერალი იყო და სამხედრო ორკესტრში უკრავდა,“ - განაცხადა ანამ.

მისმა გადაწყვეტილებამ, საჯაროდ გაეკრიტიკებინა პრეზიდენტი, ოჯახის უკმაყოფილება გამოიწვია - მათ შორის მისი მამის. ანას თქმით, სიკვდილითაც ემუქრებოდა ადამიანი, რომელიც ამტკიცებდა, რომ მამამისი იყო.

„რამ გამოიწვია წყვილის ავად გახდომა, გამოძიება არკვევს. თუმცა, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ბოლო დროს მომხდარი ამბების გამო, ტარდება ანალიზი, რათა დავადგინოთ, ფიგურირებს თუ არა ინციდენტში ნოვიჩოკი,“ - განაცხადეს პოლიციაში.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე