ავტორი:

მოზარდების მკვლელობის საქმეზე დაკავებულის მამა - ეს არის სახელმწიფო, სადაც პროკურატურას ჰყავს არასრულწლოვანი მძევალი

მოზარდების მკვლელობის საქმეზე დაკავებულის მამა - ეს არის სახელმწიფო, სადაც პროკურატურას ჰყავს არასრულწლოვანი მძევალი

ეს არის სახელმწიფო, სადაც პროკურატურას ჰყავს მძევალი, არასრულწლოვანი, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებული არასრულწლოვნის დ.ღ.-ს მამამ, კახა ღლონტმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ბრალდებულის მამა მიიჩნევს, რომ მის შვილს პატიმრობაში უკანონოდ ამყოფებენ. ამასთან, კახა ღლონტი გამოძიების არაეფექტურობაზეც საუბრობს.

"ეს არის ქვეყანა, სახელმწიფო, სადაც პროკურატურას ჰყავს მძევალი, არასრულწლოვანი. თვითონ ვერ გამოიძიეს ეს საქმე, შეცდომები დაუშვეს თუ რა მოხდა არ ვიცი, მაგრამ დღეს, ამ სასამართლო სხდომაზე გამოვლინდა, რომ ჩემი შვილი პროკურატურის მძევალია. ორი თვეა ჩემი შვილი დაკავებულია და რამე გააკეთეს? ვინმე არის კიდევ დაჭერილი? რას აკეთებენ საერთოდ. დაიჭირეს ეს არასრულწლოვანი, ორი თვეა პატიმრობაში ჰყავთ და ვერ ასაბუთებენ, რატომ ჰყავთ პატიმრობაში და უარს გვეუბნებიან ყველაფერზე საერთოდ. გავაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას სიმართლისთვის", - აღნიშნა კახა ღლონტმა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ