ავტორი:

"ფეხები ტრამვაის ბორბლებში გამეჭედა, ვერავინ მეკარებოდა" - ბათუმელი გოგონას ისტორია, რომელიც უკრაინაში ავარიას სასწაულებრივად გადაურჩა

"ფეხები ტრამვაის ბორბლებში გამეჭედა, ვერავინ მეკარებოდა" - ბათუმელი გოგონას ისტორია, რომელიც უკრაინაში ავარიას სასწაულებრივად გადაურჩა

სექტემბერში ერთი წელი ხდება, რაც 27 წლის ბათუმელი ხატია თებიძე უბედურ შემთხვევას სასწაულებრივად გადაურჩა, თუმცა მას შემდეგ ეტლით მოსარგებლე გახდა. თვითონ ამბობს, რომ მეორედ დაიბადა და რადგან სიცოცხლის შანსი კვლავ მიეცა, ცდილობს, თითოეული წამი სიყვარულს მიუძღვნას...

- ბათუმში დავიბადე და გავიზარდე. მშვიდი და ბედნიერი ბავშვობა მქონდა. მე და ჩემი დეიდაშვილები სულ ერთად ვიყავით. ყოველთვის გამოვხატავდი ჩემს ემოციებს. მომწონს ხალხთან ურთიერთობა. სკოლის დამთავრების შემდეგ მხატვარ-დიზაინერის პროფესიას დავეუფლე, თუმცა ეს უფრო გატაცება აღმოჩნდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ მივხდი, რომ ძალიან მაინტერესებდა კულინარია.

- შენს ოჯახზე მიამბე...

- 2014 წელს დავოჯახდი. მე და ჩემი მეუღლე დაწყებით კლასში ერთად ვსწავლობდით, ისიც ბათუმელია. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ის ჩემი მეგობარია, შემიძლია ველაპარაკო ყველა თემაზე, შემიძლია ვენდო. როგორც იტყვიან, თვალებით, ერთი შეხედვითაც კი გვესმის ერთმანეთის. იმაზე დიდი ბედნიერება და სიმშვიდე არ არსებობს, როცა მართლა ასე მძაფრად გრძნობ ამ ყველაფერს. მეხუთე წელი დაიწყო, რაც ერთად ვართ. 2017 წელს ოდესაში წავედით მე და ჩემი მეუღლე, ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლას ვგეგმავდით. მე ერთ-ერთ რესტორანში მზარეულად დავიწყე მუშაობა, მაგრამ მალე ეს ამბავი შემემთხვა...

- ვიცი, ძნელი და მტკივნეულია შენთვის იმ ამბის გახსენება...

- რომ გითხრა, უემოციოდ შემიძლია იმ დღის გახსენება-მეთქი, მოგატყუებ, მაგრამ არც ის მომენტი მაქვს, რომ ამაზე ვერ ვლაპარაკობდე. დილით სამსახურში მივდიოდი. უკრაინაში ჩასვლის დღიდან, როცა დავინახე ტრამვაი, ზიზღი გამიჩნდა, მაგრამ ვერ ვხდებოდი, რატომ. რელსების დანახვაზეც კი ვიძაბებოდი. რატომღაც მეგონა, თუ რელსზე ფეხს დავადგამდი ან ტრამვაიში ჩავჯდებოდი, რაღაც შემემთხვეოდა და ეს რაღაც სიკვდილი იყო... შიში და ზიზღი ტყუილად არ მქონია. ტაქსიში ვჯდებოდი, უკვე კარს ვაღებდი, სიგნალის ხმა რომ გავიგონე. მოვბრუნდი და გავიფიქრე, ოღონდაც არ დამარტყას-მეთქი და იმავე წამებში მარჯვენა მხრიდან დამეჯახა. უფრო სწორად, სიგნალზე ისე შემეშინდა, რომ ფაქტობრივად, მე თვითონ შევუვარდი. არ ვიცი, როგორ მოვახერხე და როგორ შევძელი, რომ დავარდნის დროს თავი ზემოთ ამეწია. არ მინდოდა, თავი მომყოლოდა ბორბლებში. წავიქეცი და ორი ბრუნი გავაკეთე. ფეხები ბორბლებში გამეჭედა. ხალხი ჩამოიცალა ტრამვაიდან. ყველა შოკში იყო, ვერავინ მეკარებოდა. როცა დახმარებას ვითხოვდი, ვერ მიახლოვდებოდნენ. მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია. ერთმა ქალმა ჩემს მეუღლეს დაურეკა და უთხრა, რომ ტრამვაის ქვეშ მოვყევი და სასწრაფოდ უნდა მოსულიყო. ამ წუთიდან უკვე დავიწყე იმაზე ფიქრი, თუ როგორ გამოვსულიყავი, როგორ დამეხსნა თავი ბორბლებიდან.

არანაირი ტკივილის გრძნობა არ მქონდა, თვალი წამითაც არ დამიხუჭავს. იქიდან თავის დასახსნელად ვიბრძოდი. ფეხს რომ შევხედე, ჩახვეული იყო და ჯინსის შარვალს ეჭირა ნაფლეთები. გადავწყვიტე, ეს ჯინსი გამომეყენებინა, ზედვე შემომეხვია და ფეხი გადმომეღო. როგორც იქნა, შევძელი და მარცხენა ფეხი გადმოვიღე. მოწყვეტილი არ მქონია და მიწაზე დავდე. აი, მარჯვენა კი არ ჩანდა. აღმოჩნდა, რომ მუხრუჭს ეჭირა ტერფი და ისე ვაწვალე საკუთარი თავი, რომ შიდა მყესები და კუნთები დავიზიანე. ამ დროს მოვიდა ჩემი მეუღლე, უკვე სისხლისგან ვიცლებოდი. ვეხვეწებოდი, ერთად ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ გადავრჩე. მელაპარაკე, რომ თვალები არ დავხუჭო და გონება არ დავკარგო-მეთქი. 40 წუთი ველოდებოდით ამწეებს, რომ ტრამვაის ქვემოდან გამოვეყვანე. როცა მოვიდნენ, კიდევ ვერ შეძლო ხალხმა დახმარება. მწარედ მახსოვს ეგ წუთები. ისევ მე და ჩემმა მეუღლემ ვიმარჯვეთ. როგორც იქნა, საკაცეზე გადამიყვანეს და "სასწრაფოს" მანქანაში ენით უთქმელი ტკივილი დამეწყო. საავადმყოფოში მისვლისთანავე გავითიშე. როცა მიმიყვანეს, დაკარგული მქონდა 5 ლიტრამდე სისხლი ანუ საერთოდ აღარ მქონდა. პირველ დღეს გამიკეთეს მარცხენა ფეხის ამპუტაცია, მეორე დღეს კი - მარჯვენის. ცდილობდნენ შენარჩუნებას, მაგრამ არ მოხერხდა, დაგლეჯილი მქონდა.

- იქ ალბათ ბევრს არავის იცნობდით, ვინმე თუ გეხმარებოდათ?

- იმ წუთიდან, როცა მიმიყვანეს, საავადმყოფოს ეზო გაივსო როგორც ქართველებით, ასევე იქაური მცხოვრებლებით, ჩემთვის უცნობი ადამიანებით. დაუჯერებელია, მაგრამ ისინიც ერთი თვე ათენებდნენ ღამეებს. სისხლი გადამისხეს სრულიად უცნობებმა, 14 ადამიანის სისხლი მაქვს დღეს. ყველას მოჰქონდა რაღაც: ეს იყო ფული თუ საკვები ჩემი ოჯახის წევრებისთვის. მეორე ფეხის ამპუტაციაც რომ უნდა გაეკეთებინათ, ჩემს მეუღლეს დასამშვიდობებლად დაუძახეს, რადგან გადარჩენის იმედი არ იყო. კომაში მყოფი გამიყვანეს ოპერაციაზე. 8 დღე უგონოდ ვიყავი და ბოლოს მაინც დავბრუნდი!...განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ