ავტორი:

ავარია გურჯაანში - ყურძნით დატვირთული სატვირთო მოტოციკლს შეეჯახა

ავარია გურჯაანში - ყურძნით დატვირთული სატვირთო მოტოციკლს შეეჯახა

გურჯაანში ავარის დროს ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა. როგორც „ინტერპრესნიუსს" თვითმხილველებმა განუცხადეს, ყურძნით დატვირთული სატვირთო მანქანა მოტოციკლს შეეჯახა, რის შედეგადაც შუახნის მამაკაცი მძიმედ დაშავდა. ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა, სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით, რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს თანამშრომლებს Covid 19 დაუდასტურდათ

საქართველოში კორონავირუსით 19 პაციენტი გარდაიცვალა

ავარია გურჯაანში - ავტომობილი მოპედით მოსიარულე 12 წლის გოგონას დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა