ავტორი:

რამდენი ადამიანი ჩაიჭრა 2018 წელს მართვის მოწმობის თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებზე

რამდენი ადამიანი ჩაიჭრა 2018 წელს მართვის მოწმობის თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებზე

2018 წლის პირველ ცხრა თვეში მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდაზე 154 143 გასვლა დაფიქსირდა, საიდანაც 108 751 შემთხვევაში მართვის მოწმობის აღების მსურველი პირები ჩაიჭრნენ. შესაბამისი ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა. ოფიციალური მონაცემებით, პრაქტიკულ გამოცდაზე ჩაჭრის მაჩვენებელი 71%-ს შეადგენს.

ამავე პერიოდში თეორიულ გამოცდაზე კი სულ 82 992 გასვლა დაფიქსირდა, საიდანაც 36 941 შემთხვევაში, რაც 45%-ს შეადგენს, შესაბამისმა პირებმა გამოცდის ჩაბარება ვერ შეძლეს.

რაც შეეხება გასულ წელს, 2017 წელს პრაქტიკულ გამოცდაზე 245 053 გასვლა დაფიქსირდა, რომლის 69%-ის (170 176 ) შემთხვევაში მართვის მოწმობის აღების მსურველი პირები ჩაიჭრნენ. რაც შეეხება თეორიულ გამოცდას, შს სამინისტროს ინფორმაციით, გასულ წელს გამოცდაზე გასვლის 143 854 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 44%-ის შემთხვევაში (63 195) შესაბამისმა პირებმა მისი ჩაბარება ვერ შეძლეს.

როგორც ცნობილია, ახალი წლიდან მართვის მოწმობის გამოცდები კიდევ უფრო რთულდება. კერძოდ, გამოცდის მოქმედი სისტემით ჩაბარებასთან ერთად, შესაბამის პირებს მისი გავლა ქუჩებში, რეალურ მოძრაობაშიც მოუწევთ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ