ავტორი:

მოძრაობის თეატრში პრემიერა გაიმართება, პირველად საქართველოში მუნჯი კინოს ხერხით დადგმული სპექტაკლი „ასტიგმატისტები“

მოძრაობის თეატრში პრემიერა გაიმართება, პირველად საქართველოში მუნჯი კინოს ხერხით დადგმული სპექტაკლი „ასტიგმატისტები“

მოძრაობის თეატრში პრემიერა გაიმართება, პირველად საქართველოში მუნჯი კინოს ხერხით დადგმული სპექტაკლი „ასტიგმატისტები“ დღეს, 20 სექტემბერს მოძრაობის თეატრში ახალი სეზონი პრემიერით, მუნჯი კინოს ხერხით დადგმული სპექტაკლით „ასტიგმატისტებით“ გაიხსნება. მუნჯი კინოს ხერხით, სპექტაკლი საქართველოში პირველად დაიდგა.

ახალ სეზონზე მაყურებელს განახლებული რეპერტუარი, პრემიერა და ექსპერიმენტული პროგრამა ელოდება, რომელიც საქართველოში ასევე პირველად განხორციელდება. უკვე კარგად ნაცნობი სპექტაკლები კი ახლებური ინტერპრეტაციებით იქნება წარმოდგენილი. რეჟისორ იოსებ ბაკურაძის განმარტებით, 20 სექტემბერს ახალი სეზონი პრემიერით „ასტიგმატისტებით“ გაიხსნება. მისი თქმით, ეს არის კომედია ასტიგმატისტების ოჯახის ერთი კომიკური დღის შესახებ, რომელიც გადმოცემულია მუნჯი კინოს ხერხით.

მისი თქმით, სპექტაკლ ”ასტიგმატისტების” გმირები სამყაროს განსხვავებულად აღიქვამენ. ყველაფრით უკმაყოფილო ბაბუა ცდილობს ოჯახური ტრადიციები დაიცვას. აურზაური, რომელიც ერთ დღეს ხდება ასტიგმატისტების ოჯახში მაყურებელს კომიკურ სამყაროში ამოგზაურებს.

„რაც შეეხება ექსპერიმენტულ პროექტს, ეს იქნება 360 გრადუსით გადაღებული „ასტიგმატისტების“ ინოვაციურ გარემოში ჩვენება. აღნიშნული პროექტი სავარაუდოდ ოქტომბერში განხორციელდება. პარტერი სცენის ცენტრში აღმოჩნდება, სცენა კი, წრიულად დამონტაჟებულ ეკრანებზე გადაინაცვლებს. მოძრავ სკამებზე მოთავსებული მაყურებელი, მისთვის სასურველი რაკურსით შეძლებს სპექტაკლის თვალყურის დევნებას“ - განმარტავს რეჟისორი.

ბაკურაძის თქმით, მსგავსი ექსპერიმენტი თეატრალურ სივრცეში ჯერ არ განხორციელებულა და ფიქრობს, რომ ამ მიმართულებას ხელოვნებაში საინტერესო პერსპექტივები აქვს.

„თეატრი ყოველთვის სიახლის პროცესში უნდა იყოს. 360 გრადუსიანი კამერაც პირველი მცდელობაა თეატრალურ სამყაროში, ეს არის საწყისი ეტაპი თუ რამდენად ორგანული გახდება თეატრალური ხელოვნებისათვის მსგავსი ტექნოლოგია“, - აღნიშნავს რეჟისორი და იდეის ავტორი იოსებ ბაკურაძე.

მიმდინარე წლის 24-26 აგვისტოს თეატრის დასი საქართველოს სახელით წარსდგა River Bank Fetsival-ზე, რომელსაც ყოველწლიურად 3 მილიონამდე მაყურებელი სტუმრობს. წლების მანძილზე თეატრს არაერთი წარმატებული გამოსვლა ჰქონდა ევროპის სხვადასხვა ქვეყნების დიდ სცენებზე.

მოძრაობის თეატრს ჟანრების თეატრსაც უწოდებენ, რომელიც აერთიანებს თანამედროვე ცეკვას, მიმოდრამას, აკრობატიკას, პანტომიმას, ფიზიკურ თეატრს, ბალეტს, საბრძოლო და საცირკო ელემენტებს, ფოლკლორს და საავტორო მუსიკას. ამ სპეციფიკიდან გამომდინარე დიდი ინტერესით სარგებლობს როგორც ქართველ, ასევე უცხოელ მაყურებელში.

საკონტაქტო პირი:

მოძრაობის თეატრის პრესსამსახური მარიამ ონეზაშვილი

ტელ: 599 18 07 44 ელ-ფოსტა: mari.onezashvili@gmail.com

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს