მეგან მარკლი ქმრის მეგობრებმა არც ისე სიხარულით მიიღეს. ELLE-ს ინფორმაციით, ჰარის მეგობრების ნაწილს არ მოსწონს მეგანის პოლიტიკური შეხედულებები და ასევე, ფიქრობენ, რომ მარკლის გავლენა პრინცზე ძალიან დიდია.
ლედი კოლინ ქემფბელი, რომელსაც ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს სამეფო ოჯახთან, ამბობს, რომ მეგანი ულტრალიბერალია და ეს ჰარის ბევრ მეგობარს არ მოსწონს.
„ჰარიმ საკუთარ წრეს მეგანი სხვადასხვა წვეულების, ქორწილის, ვახშმის დროს გააცნო, თუმცა მარკლი ბევრი რამის წინააღმდეგია, რაც პრინცის მეგობრებს ყველაზე მეტად უყვართ - მაგალითად, ნადირობის,“ - ამბობს ქემფბელი.
მეგანი ცხოველების უფლებების დამცველია. სავარაუდოდ, სწორედ მის გამო ამბობს ჰარი უარს, მონაწილეობა მიიღოს სამეფო ოჯახის ტრადიციულ ნადირობაში როჭოებზე.
ლედი კოლინ ქემფბელი, ამასთან, აღნიშნავს, რომ მარკლი ძალიან გულთბილად მიიღეს სამეფო ოჯახის ახალგაზრდა წარმომადგენლებმა. ქეით მიდლტონს ის დიდი ხანია დაუმეგობრდა, ასევე - ძალიან თბილი ურთიერთობა აქვს ქმრის ბიძაშვილებთან, ბეატრისსა და იუჯინისთან.