ავტორი:

საფრანგეთში შოკოლადის სასტუმრო გაიხსნა - ნახეთ ფოტოები

საფრანგეთში შოკოლადის სასტუმრო გაიხსნა - ნახეთ ფოტოები

საფრანგეთში შოკოლადისგან აშენებული კოტეჯი-სასტუმრო გაიხსნა. სასტუმროში, რომელიც პარიზიდან 30 წუთის სავალ გზაზე, ქალაქ სევრში მდებარეობს, ერთი ღამის გატარება სულ რაღაც 50 ევრო ღირს.

Lonely Planet-ის ინფორმაციით, სასტუმროს მშენებლობაზე ნახევარი ტონა შოკოლადი დაიხარჯა. გამოცემის ინფორმაციით, მსოფლიოში ამ სასტუმროს ანალოგი არ არსებობს. სასტუმრო-კოტეჯში თითქმის ყველა ნივთი შოკოლადისგან არის დამზადებული.

„ტკბილი სასტუმრო“ ცნობილმა ფრანგმა შოკოლადის სკულპტორმა ჟან-ლუკ დეკლუზომ ააშენა.

შოკოლადის სასტუმროში ნომრების დაჯავშნა უკვე შესაძლებელია. სტუმრებისთვის ერთი მნიშვნელოვანი აკრძალვა მოქმედებს - მათ სახლი არ უნდა დააზიანონ და ნივთებს გემო არ გაუსინჯონ. ამის სანაცვლოდ კი სასტუმროს პერსონალი მათ უამრავი სახის შოკოლადს შესთავაზებს. იხილეთ ფოტოები

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს