ავტორი:

ალეკო ელისაშვილი - სალომე ზურაბიშვილი ულვაშებგაპარსული სერგო ორჯონიკიძეა

ალეკო ელისაშვილი - სალომე ზურაბიშვილი ულვაშებგაპარსული სერგო ორჯონიკიძეა

სალომე ზურაბიშვილი არის ულვაშებგაპარსული სერგო ორჯონიკიძე, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა, ჟურნალისტმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ზურაბიშვილი რუსული პროექტია, რომელიც ქვეყნის ინტერესებს მნიშვნელოვნად აზიანებს.

ელისაშვილის განცხადებით, ის არ არის დამოუკიდებელი კანდიდატი და მას ქვეყნისთვის სამარცხვინო კანდიდატს უწოდებს.

"სალომე ზურაბიშვილი არანაირი დამოუკიდებელი კანდიდატი არ არის. თავიდან ასეთი პირი უჩანდა, რომ მას მხარს "ქართული ოცნება" დაუჭერდა. სალომე ზურაბიშვილი არის ულვაშებგაპარსული სერგო ორჯონიკიძე, ეს არის მეხუთე კოლონის წარმომადგენელი, სუფთა რუსული პროექტი. ორჯონიკიძე შულავერიდან შემოვიდა და ესენი პირდაპირ ერეკლეს მოედანზე არიან დაბუდებულნი. შეურაცხყოფაა ამ ქვეყნისთვის მისი კანდიდატურის დაყენება. ყოველდღე ისეთ რაღაცას ამბობს, რომ მერე მისი გამოსწორება უწევს და წარმოიდგინეთ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში რას დაემსგავსება ეს გასაცოდავებული და უპატრონო ქვეყანა", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ნახეთ ვიდეო: "სალომე ზურაბიშვილი არის ულვაშებგაპარსული სერგო ორჯონიკიძე" - ალეკო ელისაშვილი

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები