ავტორი:

"გახდი სტუდენტი გამოცდების გარეშე!" - უნდა ენდოთ თუ არა მსგავს sms-შეტყობინებებს?

"გახდი სტუდენტი გამოცდების გარეშე!" - უნდა ენდოთ თუ არა მსგავს sms-შეტყობინებებს?

რამდენიმე დღის წინ მობილურ ტელეფონზე მოვიდა INSTITUTI-ს მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომლის გახსნის შემდეგ შევიტყვე, რომ გარკვეული ცენტრი, რომელიც ვაჟა-ფშაველას 45 ნომერში მდებარეობს, საქართველოს ნებისმიერ უნივერსიტეტში მობილობის გზით, თანაც გამოცდების გარეშე ჩარიცხვას მთავაზობს. ტექსტი იწყება ასე - "გახდი სტუდენტი გამოცდების გარეშე!"- ერთი შეხედვით, მიმზიდველი წინადადებაა, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ხანგრძლივი და დამღლელი აბიტურიენტობის პერიოდის გავლა არ სურს, ან ეს გზა უკვე გაიარა, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო და უფრო იმიტომ, რომ რომელიმე საგანში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა, წინასწარ დარეგისტრირებულ ვერცერთ უმაღლეს სასწავლებელში მოხვდა.

"მობილობა 3 თვეში საქართველოში ნებისმიერ უნივერსიტეტში. მისამართი: ვაჟა-ფშაველას №45. ფასი 2500 ლარი"- ნათქვამია sms-შეტყობინებაში და აქვე მითითებულია საკონტაქტო ნომრები მათთვის, ვისაც დეტალური ინფორმაციის მიღება მოესურვება.

მითითებულ ნომერზე დარეკვის შემდეგ Allnews.ge-მ შეიტყო, რომ ჩაბარების მსურველებს, რომლებიც ვაჟა-ფშაველას №45-ში მდებარე ცეტრთან თანამშრომლობას გადაწყვეტს, 1 სემეტრის, ანუ 3 თვის განმავლობაში სწავლა უკრაინის ან სომხეთის უნივერსიტეტში მოუწევს, რომელიც ცენტრის წარმომადგენლის განმარტებით, აკრედიტებულია და საქართველოში მობილობით გადმოსულ სტუდენტს არანაირი პრობლემა არ შეექმნება. აქვე შევიტყვეთ, რომ უკრაინისა და სომხეთის უნივერსიტეტში სასურველ პროფესიას აირჩევს და საგნებსაც ჩვეულებრივ გაივლის სტუდენტი. ერთი სემესტრის შემდეგ კი მობილობის გზით საქართველოს ნებისმიერ უნივერსიტეტში ჩარიცხვას გამოცდების გარეშე შეძლებს.

"ერთი სემესტრი მოგიწევთ სწავლა სომხეთში ან უკრაინაში, პირველ სემესტრს იქ გაატარებთ ანუ სამი თვის განმავლობაში ისწავლით იქ და მეორე სემესტრიდან ჩამოხვალთ საქართველოში და გააგრძელებთ სწავლას აქ", - გვეუბნება ცენტრის წარმომადგენელი.

ფასები განსხვავებულია უკრაინისა და სომხეთის შემთხვევაში. უკრაინაში ერთი სემესტრის გატარების მსურველს მოუწევს გადაიხადოს 1300 დოლარის ეკვივალენტი ლარში, სომხეთში სწავლის მსურველმა კი 1100 დოლარი უნდა გადაიხადოს.

როგორც ცენტრის წარმომადგენელმა გვითხრა, გადასახადი 5 თვეზე ნაწილდება და სტუდენტს 5 თვის განმავლობაში შეეძლება თანხის დაფარვა, აქვე გასათვალისწინებელია, რომ ცენტრი სწავლის მსურველთან კონტრაქტს აფორმებს, სადაც ეს ყველაფერი დეტალურად იქნება გაწერილი.

რამდენად კანონიერია მათი საქმიანობა?

კითხვით - არის თუ არა მსგავსი ცენტრების ფუნქციონირება ლეგალური, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მივმართეთ. სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის განმარტებით, მათ იციან მსგავსი ცენტრების ფუნქციონირების შესახებ და ამ ცენტრებს აქვთ კიდეც არსებობის უფლება, რადგან, განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ისინი, როგორც წესი, უცხო ქვეყნების უნივერსიტეტებს წარმოადგენენ საქართველოში და სრულიად ლეგალურად ფუნქციონირებენ.

განათლების სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, ჩვენ ასევე შევიტყვეთ, რომ წინა წლებისგან განსხვავებით მიმდინარე წელს საზღვარგარეთ წასულ და საქართველოს უნივერსიტეტში მობილობის გზით დაბრუნებულ სტუდენტს ერთიანი ეროვნული გამოცდის ჩაბარება მაინც მოუწევს. განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ