ავტორი:

გია ხუხაშვილი - ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობა სიგარეტის ბიზნესის დალაგებაში ჩემთვის ფანტასტიკის სფეროდანაა

გია ხუხაშვილი - ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობა სიგარეტის ბიზნესის დალაგებაში ჩემთვის ფანტასტიკის სფეროდანაა

ვიღაც თაღლითები ყველაფერზე ბიძინა ივანიშვილს ახოცავენ ხელს, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის” გადაცემაში „360 გრადუსი“ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ყველაფერი ბიძინა ივანიშვილსბრალდება და შესაძლოა მის სახელს სპეციალურადაც იყენებდნენ. ექსპერტი მიიჩნევს, რომ როცა ქვეყანაში ცვლილებები განხორციელდება, ასეთი ადამიანები, უკვე ოფიციალურად დაადანაშაულებენ ივანიშვილს სხვადასხვა საქმიანობაში ჩარევასა და ბიზნესის კონტროლში.

„ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობა სიგარეტის ბიზნესის დალაგებაში ჩემთვის ფანტასტიკის სფეროდანაა. მის ინტერესებში ასეთი წვრილმანები არ შედის. ვერ დავიჯერებ, რომ ის ვიღაცას დაუჯდა და თამბაქოს დისტრიბუციაზე ესაუბრა. მინდა ბიძინა ივანიშვილს ვუთხრა, ყველაფერმა მასთან მოიყარა თავი, ყველაფერი მას ბრალდება, ბიზნესშიც და პოლიტიკაშიც. ეს ძალიან მძიმე სიტუაციაა მისთვის. ვიღაც თაღლითები ყველაფერზე ბიძინა ივანიშვილს ახოცავენ ხელს. რამე რომ შეიცვლება ამ ქვეყანაში, ასეთ ადამიანებს კალამს ვერ გააგდებინებენ ხელიდან და დაწერენ, რომ ბიძინა აკეთებდა ყველაფერს“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები