ავტორი:

გორის რაიონში 84 წლის მოხუცი შვილმა და შვილიშვილმა სცემეს და რამდენიმე თვის ნაგროვები პენსია გასტაცეს

გორის რაიონში 84 წლის მოხუცი შვილმა და შვილიშვილმა სცემეს და რამდენიმე თვის ნაგროვები პენსია გასტაცეს

გორის რაიონის სოფელ ატენში 84 წლის მოხუცს შვილმა და შვილიშვილმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და რამდენიმე თვის ნაგროვები პენსია გასტაცეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებულები პოლიციამ უკვე დააკავა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბიძა-დისშვილი: 1977 წელს დაბადებული რ.ქ. და 1984 წელს დაბადებული გ.თ., ძარცვის ბრალდებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში დააკავეს.

დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 1934 წელს დაბადებულ ა.ქ.-ს მისივე შვილმა და შვილიშვილმა, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც გაძარცვეს, კერძოდ, რამდენიმე თვის ნაგროვები პენსია - 980 ლარი გასტაცეს და მიიმალნენ.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ძარცვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ნახეთ ვიდეო: გორში, 84 წლის მოხუცს შვილმა და შვილიშვილმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რამდენიმე თვის ნაგროვები პენსია - 980 ლარი გასტაცეს და მიიმალნენ

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს