ავტორი:

როგორია ბავშვის მდგომარეობა, რომელიც რუსთავში მესამე სართულიდან გადმოვარდა

როგორია ბავშვის მდგომარეობა, რომელიც რუსთავში მესამე სართულიდან გადმოვარდა

ბავშვი, რომელიც რუსთავში, შარტავას ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის მესამე სართულის ფანჯრიდან გადავარდა, ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოდან, თბილისში გადმოყავთ.

როგორც "ინტერპრესნიუსისათვის" გახდა ცნობილი, ერთი წლის გოგონა ფანჯრის რაფაზე ავიდა, მწერებისგან დამცავ ბადეს მიეყრდნო და მესამე სართულიდან გადავარდა. ბავშვი მეორე სართულის მიშენების სახურავზე დაეცა. ვარდნის შედეგად გოგონას თვალის არეში ჭრილობა აქვს.

ნახეთ ვიდეო : რუსთავში ერთი წლის ბავშვი მწერებისგან დამცავ ბადეს მიეყრდნო და მე-3 სართულიდან გადმოვარდა - რას ამბობს თვითმხილველი?

როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ