ავტორი:

მოსალოდნელია წვიმა და ქარი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

მოსალოდნელია წვიმა და ქარი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

23 სექტემბერს, საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმაა მოსალოდნელი, აღმოსავლეთ საქართველოში კი, შესაძლებელია სეტყვაც. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, 24-26 სექტემბერს საქართველოს უმეტეს რაიონებში გამოიდარებს.

24 სექტემბერს, აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი, რომლის სიჩქარე წამში 18 მეტრი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში 26 სექტემბრის ჩათვლით დღისით ჰაერის ტემპერატურა 23–28 გრადუსი, თბილისში კი 26–28 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოში 23 სექტემბერს ჰაერის ტემპერატურა 21–26 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 24–26 სექტემბერს – 23–28 გრადუსი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი