ავტორი:

კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძე პატრიარქს შეხვდა - "საკითხის განხილვა შეჩერებულია"

კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძე პატრიარქს შეხვდა - "საკითხის განხილვა შეჩერებულია"

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა.

საპატრიარქოში შესვლამდე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ განხილვის ერთ-ერთი თემა კანაფის შესახებ საკითხიც იქნებოდა.

ჟურნალისტის კითხვაზე, გაიწვევს თუ არა მთავრობა პარლამენტიდან კანაფის კულტივაცია-წარმოების შესახებ კანონპროექტს, ირაკლი კობახიძემ ასე უპასუხა: „საკითხის განხილვა შეჩერებულია. შეჩერება არის შეჩერება, გაწვევა არის გაწვევა“.

შეგახსენებთ, რომ 20 სექტემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარლამენტში კანონპროექტის განხილვის შეჩერებაზე გადაწყვეტილება მიიღეს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები