ავტორი:

ავარია სარფი-ქემალფაშას გზაზე - დაშავებულია საქართველოს 11 მოქალაქე

ავარია სარფი-ქემალფაშას გზაზე - დაშავებულია საქართველოს 11 მოქალაქე

თურქეთში, სარფი-ქემალფაშას გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს 11 მოქალაქე დაშავადა, - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, დაშავებულები თურქეთის საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი და პირველადი დახმარება უკვე გაეწიათ. ზაალ მიქელაძის თქმით, დაშავებულთა ნაწილმა კლინიკა უკვე დატოვა.

"დაახლოებით 10:00 საათზე, სარფი-ქემალფაშას გზაზე, სარფის საზღვრიდან 1 კმ.-ში, თურქულ სანომრე ნიშნიანი მიკროავტობუსი შეეჯახა ავტობუსს, რის შედეგადაც დაშავდა მიკროავტობუსში მყოფო საქართველოს 11 მოქალაქე. საქართველოს მოქალაქეები გადაიყვანეს ხოფასა და არხავის სახელმწიფო საავადმყოფოებში, სადაც მათ ჩაუტარდათ პირველადი სამედიცინო დახმარება. ამ დროისთვის საქართველოს მოქალაქეთა ნაწილი, პირადი სურვილით, გაწერილია საავადმყოფოებიდან, ხოლო 7 მოქალაქე სამედიცინო დაკვირვების მიზნით რჩება საავადმყოფოში. სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმის მოადგილის, იაშარ დაღის განცხადებით, დამატებითი გამოკვლევის მიზნით 2 მოქალაქე გადაყვანილია ართვინის რეგიონულ სახელმწიფო საავადმყოფოში. საქართველოს მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მათ სიცოცხლეს საფრთე არ ემუქრება და სამედიცინო დაწესებულებებიდან დღის ბოლომდე გაეწერებიან. გენერალური საკონსულო კონტაქტზეა სამედიცინო დაწესებულებების ექიმებთან და თვალყურს ადევნებს საქართველოს მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობას", - განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია