ავტორი:

რა ვიცით სალონურ მომსახურებაზე, ვიღებთ თუ არა თანხის შესაბამის მომსახურებას და როგორ შეგვიძლია ვაკონტროლოთ ეს პროცესი

რა ვიცით სალონურ მომსახურებაზე, ვიღებთ თუ არა თანხის შესაბამის მომსახურებას და როგორ შეგვიძლია ვაკონტროლოთ ეს პროცესი

მოთხოვნა სალონურ მომსახურებაზე მუდმივად მზარდია და შესაბამისად, იზრდება კონკურენციაც. არსებობს სალონები, რომელთა შესახებაც თავის მოვლის მოყვარულებმა კარგად იციან და მათი ერთგული მომხმარებლებიც არიან. მეორე მხრივ, არსებობს სალონები, რომლებსაც ერთგული კლიენტები ნაკლებად ჰყავთ. აღსანიშნავია ისიც, რომ უმეტეს შემთხვევაში პირველი კატეგორიის სალონებში მომსახურება უფრო ძვირია, ვიდრე მეორე კატეგორიაში.

მაღალი კონკურენციის მიუხედავად, მომხმარებლისთვის საკმაოდ რთულია მოძებნოს სალონი და სტილისტი, რომლის ერთგული მომხმარებელიც გახდება. ამის მიზეზი გარკვეულწილად გაუთვითცნობიერებელი კლიენტია. სალონში მისვლისას მან ზუსტად არ იცის, რისი მოთხოვნის უფლება აქვს და რა კითხვები უნდა დასვას, ან რა ინფორმაცია მიიღოს სტილისტისგანსასურველი შედეგისათვის.

უკანასკნელი კვლევების თანახმად, განვითარებული ქვეყნების მომხმარებლები სილამაზის სალონში სტუმრობის დროს ითხოვენ რეზულტატს კომპრომისის გარეშე, ლამაზ, ბუნებრივად ჯანსაღ თმას და სრულ ინფორმაციას იმ ინგრედიენტების შესახებ, რასაც მანიპულაციის დროს სალონში იყენებენ.

ჩვენ დავინტერესდით, საქართველოში ამ მხრივ რა მდგომარეობააა და რა მოთხოვნებითა და კითხვებით მიდიან მომხმარებლები სილამაზის სალონში.აღნიშნული კითხვებით Wella Professionals Studios-სგანათლების მენეჯერს ლიზა სეხნიაშვილს მივმართეთ.

„საქართველოში სალონების კონტროლი ფაქტობრივად, არ ხდება და მომხმარებლების დიდმა ნაწილმაც არ იცის, ამა თუ იმ სალონში კონკრეტული მომსახურება რატომ ღირს ერთი კონკრეტული თანხა და მეორე სალონში - სხვა თანხა. ეს ბაზარი ქვეყანაში აუცილებლად უნდა განვითარდეს და სალონში მისულმა კლიენტმა ბევრი კითხვა უნდა დასვას, უნდა მიიღოს სათანადო კონსულტაციაც და მხოლოდ შემდეგ უნდა მოხდეს მომსახურების მიწოდება. სალონში რომ შედიხარ და ეუბნები სტილისტს, ყავისფრად მინდა შეღებვაო და ისიც ყოველგვარი კითხვების გარეშე გიღებავს, ეს ნამდვილად დიდი შეცდომაა. ვერც მომხმარებელი მიიღებს სასურველ შედეგს და ვერც სტილისტს ეყოლება ერთგული მომხმარებელი,“ - განმარტავს ლიზა სეხნიაშვილი.

მისივე განმარტებით, სალონში მისვლისას მომხმარებელმა უნდა იკითხოს, ვინ ემსახურება მას, რამდენწლიანი გამოცდილება და რა განათლება აქვს მას. სასურველია, თუ სტილისტის შესახებ სალონში მისვლამდეც გაიკითხავს და ამის შემდეგ გადაწყვეტს მისი მომსახურების მიღებას. როცა საქმე ეხება შეღებვას და დავარცხნას, აუცილებელი კითხვაა, თუ რა პროდუქციით ემსახურებიან მას. საღებავის ბრენდს, რომელიც რეალურად მისი ხარისხის განმსაზღვრელია და სასურველი შედეგის მისღებად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თუ კონკრეტული ბრენდების შესახებ ინფორმაცია არ აქვს, ამითიც უნდა დაინტერესდეს. საჭიროა, რომ წინასწარ გაარკვიოს მომსახურების ღირებულებაც. ასევე, უნდა დაინტერესდეს საერთო ღირებულებიდან რამდენია პროდუქციის ფასი და რამდენი უშუალოდ სერვისის. თუ თანაფარდობა არასწორად მოეჩვენება, მაგალითად თუ პროდუქცია მხოლოდ 20 პროცენტია და 80 მომხაურება, აუცილებლად უნდა იკითხოს, რატომ ღირს ამდენი მომსახურება, რა ცოდნა და გამოცდილება აქვს სტილისტს, რომ საკუთარ მომსახურებას ასე აფასებს. აუცილებელი არ არის, რომ მომსახურება აუცილებლდ ძვირი ღირდეს. აქ მთავარი პირობა ისაა, რომ სერვისი უნდა იყოს ღირებულების ადეკვატური.

„დღეს საქართველოში ისეთი ტენდენციაა, რომ მომსახურების ღირებულებას წინასწარ არ კითხულობენ. თითქოს სირცხვილად ითვლება, მაგრამ ნამდვილად არასწორია, რადგან გარკვეული სერვისები საკმაოდ ძვირი ღირს და ამის შესახებ კლიენტი წინასწარ უნდა იყოს ინფორმირებული.უნდა არსებობდეს გარკვეულწილად ფიქსირებული ფასები, რომლებიც ცოტა შეიცვლება თმის სისქისა და სიგრძის მიხედვით. დღეს გაუთვითცნობიერებელ მომხმარებელს როცა ეტყვიან, რომ პირობითად 100 ლარი ღირს შეღებვა, შეიძლება მან იფიქროს, ძვირია ანუ კარგი იქნებაო. ამ დროს კი რეალურად შეიძლება პრიდუქციაზე მხოლოდ 5 ლარი იხარჯებოდეს და დანარჩენი მომსახურების იყოს. ამ შემთხვევაში სტილისტი რაც უნდა გამოცდილი იყოს, ის კარგ შედეგს ნამდვილად ვერ მიიღებს, რადგან უხარისხო პროდუქციით იმუშავებს. სწორედ ამიტომ უნდა იყოს მომხმარებელი ყოველთვის ინფორმირებული. ფასის, პროდუქციის შესახებ კითხვების დასმა არა თუ სირცხვილია, არამედ აუცილებელია,“ - დაამატა მან.

ხარისხანი სალონური მომსახურების მისაღებად კიდევ ერთი აუცილებელი პირობაა კონსულტაცია, რომელიც სტილისმააუცილებლად უნდა გაუწიოს მომხმარებელს, ვიდრე მის თმაზე მუშაობას დაიწყებს. განვითარებულ ქვეყნებში კონსულტაცია ცალკე მომხაურებადაც ითვლება.

„სტილისტმა პირველ რიგში უნდა შეისწავლოს მომხმარებლის თმისა და თავის კანის სტრუქტურა. გამოიკითხოს ყველაფერი, თუ რითი იბანს, რამდენჯერ იბანს, მოვლის რა საშუალებებს ხმარობს, რამდენჯერ ივარცხნის. შემდეგ უნდა ურჩიოს, როგორ მოუხდება შეჭრა თუ შეღებვა. თუმცა პირდაპირ არ უნდა უთხრას, რომ ეს, რაც შენ მითხარი, არ მოგიხდება. უნდა აუხსნას და დაარწმუნოს, რომ თუნდაც ყავისფერის არა ეს, არამედ ის ტონალობა მოუხდება. ამ დროს აუცილებლად ხდება სახის ფორმის და კანის ფერის გათვალისწინებაც. ასევე, აუცილებელია, რომ სტილისტმა სახლში მოვლის საშუალებებიც ურჩიოს. სწორედ ასეთი მომსახურების გაწევის შემდეგ, მას ეყოლება ლოიალური კლიენტები, რომლებიც როგორც გაწეული მომხასურებით, ისე საკუთარი თმითა და ვარცხნილბით კმაყოფილები იქნებიან. სტილისტი ყველა ინდივიდუალურად უნდა მოემსახუროს,“ - განმარტავს ლიზა სეხნიაშვილი.

სალონის შერჩევის კიდევ ერთი კრიტერიუმი იქ არსებული გარემოა. არსებობს სალონები, სადაც მდიდრული გარემოა, პროფესიონალური გარემოა ან ორივე ერთადაა. სწორედ ეს უკანასკნელი ითვლება კარგ სალონად. უნდა იყოს სასიამოვნო გარემო, სადაც თავს კარგად იგრძნობ, მაგრამ იქვე უნდა იგრძნობოდეს პროფესინალიზმიც. ეს კი არის პროფესიონალი კადრები და ყველა ის პროდუქტი თუ აქსესუარი, რაც კარგი სალონური მომსახურების მისაღებადაა საჭირო.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის