ავტორი:

"ნანუკა ყველა ბიჭს მოსწონდა, მაგრამ ზედაც არავის უყურებდა..." - რას იხსენებს ჯგუფელი ბიძინა ივანიშვილის სარძლოზე

"ნანუკა ყველა ბიჭს მოსწონდა, მაგრამ ზედაც არავის უყურებდა..." - რას იხსენებს ჯგუფელი ბიძინა ივანიშვილის სარძლოზე

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის შვილის ნიშნობა საკმაოდ ხმაურიანი აღმოჩნდა, საზოგადოების დიდ ნაწილს ბერა ივანიშვილის რჩეულის შესახებ ყველა დეტალი აინტერესებს.

როგორც ჟურნალი „თბილისელები“ წერს, წყვილის სასიყვარულო ურთიერთობა ახლახან დაიწყო და ნიშნობით დასრულდა. სულ მალე კი ბერა და ნანუკა გუდავაძე ქორწილის გადახდასაც გეგმავენ.

მოდელი გამოცემასთან სამომავლო გეგმებზე საუბრისგან თავს იკავებს, არც მამამისისა და ბიძინა ივანიშვილის მეგობრობის შესახებ ამბობს რამეს.

„ვხვდები, რომ საზოგადოება დაინტერესებულია ჩვენი ამბით, მაგრამ არაფრის გასაჯაროება არ მინდა,“ - ამბობს გუდავაძე.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ნანუკა ამბობს, რომ ქორწილი „ალბათ მალე იქნება“, თუმცა არც ამის შესახებ სურს საუბარი.

ნანუკა გუდავაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. „თბილისელები“ ნანუკას ყოფილ თანაკურსელსაც დაუკავშირდა. მოდელის ჯგუფელი, თორნიკე ამბობს, რომ გუდავაძეს ყოველთვის ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა, თუმცა ის „ზედ არავის უყურებდა“ :

"ნანუკა არასოდეს ჰყვებოდა ოჯახის ამბებს. ლექციებს შორის შესვენების დროს, ერთ თანაკურსელ ბიჭთან ჩამოდგებოდა და საუბრობდა. თავად კარგად სწავლობდა და ის ბიჭიც საკმაოდ ნიჭიერი და განათლებული იყო. ერთად განიხილავდნენ ლექციების ამბებს. რაიონებიდან და სოფლიდან ჩამოსულ სტუდენტ ჯგუფელებთან კონტაქტი არ ჰქონდა.

ზოგადად, უნივერსიტეტში ყველა ბიჭს მოსწონდა, მაგრამ ზედაც არავის უყურებდა, „გამარჯობასაც“ კი არ ეუბნებოდა. თავისებური ხასიათი ჰქონდა, მაგრამ არ ვამტყუნებ - ნანუკა ძალიან ლამაზი, გამორჩეული და დახვეწილი გოგოა და იცის თავისი ფასი, ამიტომ ბიჭები ვერც ეკარებოდნენ" - ამბობს გუდავაძის ჯგუფელი.

წყვილის ნიშნობის შესახებ ინფორმაცია 18 სექტემბერს გავრცელდა, ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბერა ივანიშვილმა თავად დაწერა. "და რაც აქამდე იყო ჩემი და შენი, დღეს გახდა ჩვენი" - დაწერა ბერამ და საცოლესთან ერთად გადაღებული სურათი გააზიარა.

ავსტრალიაში ათასობით აქლემს დახოცავენ - მიზეზი მართლაც გაგაოცებთ

ნასამ აღმოაჩინა პირველი პლანეტა, სადაც დასახლება შესაძლებელია

როგორ შეძლო ნორვეგიამ, რომ ქვეყნის დედაქალაქში ავარიით ადამიანები არ იღუპებიან - 2019 წელს ოსლოში ავტოსაგზაო შემთხვევამ ერთადერთი ადამიანი იმსხვერპლა