ავტორი:

სოინჯი - როგორ გამოვიყენოთ დღეს მცენარე, რომელსაც კლეოპატრა და ტუტანხამონი იყენებდნენ

სოინჯი - როგორ გამოვიყენოთ დღეს მცენარე, რომელსაც კლეოპატრა და ტუტანხამონი იყენებდნენ

ხალხური მედიცინა ის საგანძურია, რომელსაც დღესაც აქტიურად იყენებენ ოჯახები თუ დიდი ფარმაცევტული კომპანიები. მცენარეები, რომლებსაც საუკუნეების წინ ამა თუ იმ დაავადებასთან საბრძოლველად იყენებდნენ, თანამედროვე ცხოვრებაშიც აქტუალურია.

ამჯერად სწორედ ერთ-ერთ ასეთ მცენარეს, სოინჯს წარმოგიდგენთ.

სოინჯი ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარეა, რომელსაც ძალიან ლამაზი ყვავილი აქვს, თუმცა იგი თავისი სამკურნალო თვისებებით უფრო არის ცნობილი. გურიაში მას შავკაკალას უწოდებენ, სამეგრელოში - უჩა კაკალს, ხოლო აჭარაში - სისამსა და ცისამს.

სოინჯის მარცვლებისაგან მიღებული ზეთის, როგორც სამკურნალო თვისებების მქონე საშუალების გამოყენება ჯერ კიდევ 2000 წლის წინ დაიწყეს. სოინჯის ზეთს, როგორც კოსმეტიკური ასევე, სამედიცინო დანიშნულებისათვის იყენებდა კლეოპატრა და ტუტანხამონი, რომლის სამარხშიც კი იყო იგი აღმოჩენილი.

ისტორიულად ცნობილია, რომ სოინჯის ზეთი გამოიყენებოდა თავის ტკივილის, კბილის ტკივილის, გაჭედილი ცხვირის, ასთმის, ართრიტის და ნაწლავური ჭიების სამკურნალო საშუალებად. მას ასევე იყენებდნენ კონიუნქტივიტის, ინფექციის კერის და პარაზიტების წინააღმდეგ.

დღეს სოინჯის ზეთი ძირითადად გამოიყენება ასთმის, დიაბეტის, ჰიპერტენზიის სამკურნალოდ, ასევე სპერმატოგენეზის გაუმჯობესებისა და მკერდის ტკივილის (მასტალგიის) დროს. არსებობს მეცნიერული მტკიცებულებები, რომ სოინჯის ზეთი ხელს უწყობს იმუნიტეტის ამაღლებას, სიმსივნის პრევენციას და ამცირებს ალერგიულ რეაქციას, მოქმედებს რა, როგორც ანტიჰისტამინური საშუალება.

თანამედროვე მედიცინა ამ მცენარეს სოინჯის ზეთის კაფსულების სახით გვთავაზობს. სოინჯის ზეთი მიიღება ცივი წნეხის ტექნოლოგიის გამოყენებით, რომელიც უნარჩუნებს მას კვებით და ბიოლოგიურ ღირებულებებს.

სოინჯის ზეთი მდიდარია E, D, C და B ჯგუფის ვიტამინებით. ის შეიცავს 50-მდე კატალიზატორს, რომელიც ხელს უწყობს უჯრედულ ბიოსინთეზს და 100-მდე ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას, მათ შორის: ნიგელონს, კაროტინოიდ A-ს, უჯერ-ცხიმოვან მჟავებს: ომეგა-3, 6 და 9, ფოსფოლიპიდებს, ეთერზეთებს. სოინჯის ზეთის შემადგენლობაში არის ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი მაკრო და მიკრო ელემენტები: კალიუმი, ნატრიუმი, ფოსფორი, კალციუმი, მანგანუმი, რკინა, თუთია, სპილენძი, სელენიუმი და სხვა.

სოინჯის ზეთის კაფსულები რეკომედნირებულია მათთვის, ვისაც აწუხებს:

  • მაღალი წნევა - ფიტოტეროლისა და უჯერი ომეგა 6&9-ით მდიდარი სოინჯის ზეთი, ზრდის სისხლძარღვების კედლბის ელასტიურობას, ამცირებს კაპილარების სისუსტეს, ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას და ამცირებს არტერიულ წნევას
  • მამაკაცის რეპროდუქციული პრობლემები - სოინჯის ზეთში შემავალი A და E ვიტამინის, ფიტოტეროლის, თუთიის, მანგანუმისა და სელენის კომპლექსური მოქმედება ხელს უწყობს პოტენციის ამაღლებას, აწესრიგებს ტესტოსტერონის გამომუშავებას და აუმჯობესებს სპერმატოგენეზს
  • მკერდის ტკივილი (მასტალგია) - სოინჯის ზეთში შემავალი ესტროგენის მსგავსი ფოტოტეროლი, ვიტამინი E და B ჯგუფის ვიტამინები, ომეგა 6 და 9 ცხიმ-მჟავები უზრუნველყოფენ ჰორმონალური ბალანსის აღდგენას და ამცირებენ მენსტრუალური ციკლის დროს მკერდის ტკივილს
  • ასთმა - კველვებმა აჩვენა, რომ ასთმის სამკურნალო პრეპარატებთან ერთად სოინჯის ზეთის მიღება ამცირებს ხველას, ქოშინს და აუმჯობესებს ფილტვების ფუქციას
  • იმუნიტეტის ამაღლება - სოინჯის ზეთი ხელს უწყობს სისხლში თეთრი უჯრედების ე.წ “ბუნებრივი მკვლელი უჯრედების” გამომუშავებას, რომელიც ზრდის ორგანიზმის თავდაცვის უნარს
  • დიაბეტი - ადრეული კვლევებით დასტურდება, რომ სოინჯის ზეთის მიღება აბალანსებს სისხლში შაქრის დონეს. ასევე აბალანსებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, დიაბეტის მქონე პაციენტებში.

შეიძინეთ პრეპარატი ონლაინ

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ