ავტორი:

ანდეთ თქვენი ჯანმრთელობა მხოლოდ პროფესიონალებს! - როგორ მკურნალობენ შარდის ბუშტის კიბოს MMT-ჰოსპიტალში

ანდეთ თქვენი ჯანმრთელობა მხოლოდ პროფესიონალებს! - როგორ მკურნალობენ შარდის ბუშტის კიბოს MMT-ჰოსპიტალში

MMT-ჰოსპიტალი _ გურამ ქარაზანაშვილის უროლოგიური ჰაბი _ წამყვანი კლინიკაა საქართველოში. აქ დაავადებებს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიებით მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად მკურნალობენ. აქ შარდის ბუშტის სამკურნალოდ კარგა ხანია დანერგილია ენდოსკოპიური მეთოდი - სიმსივნური წარმონაქმნის ერთ ბლოკად მოკვეთა და სტანდარტული მეთოდებით უხილავი სიმსივნური კერების აღმოჩენა - NBI რეჟიმის გამოყენებით - რაც წარმოადგენს მსოფლიო სტანდარტს თანამედროვე ონკოლოგიურ უროლოგიაში.

რას მოიცავს შარდის ბუშტის კიბოს ენდოსკოპიური მკურნალობის უახლესი მეთოდიკა

საბედნიეროდ, შარდის ბუშტის სიმსივნეთა უმრავლესობა (80 %) არაინვაზიურია, ეს იმას ნიშნავს, რომ ეპითელური უჯრედებიდან განვითარებული სიმსივნური წარმონაქმნი ბუშტის ღრუში პოლიპივით იზრდება, არ სცილდება ლორწოვან გარსს, არ იჭრება ღრმად შარდის ბუშტის კედელში. თუ სიმსივნე გასცდა ლორწოვანი და კუნთოვანი გარსების გამყოფ შრეს - ბაზალურ მემბრანა “ლამინა პროპრიას” და ღრმად შეიჭრა შარდის ბუშტის კედელში - ინვაზიურ კიბოზე საუბრობენ. კუნთოვან შრეში ჩაზრდილ, ე.წ. ინვაზიურ კიბოს, კუნთოვანი გარსის ლიმფითა და სისხლით კარგი მომარაგების გამო, მეტასტაზირების მაღალი რისკი აქვს; შარდის ბუშტის მეტასტაზირებული კიბო კი ერთ-ერთი ვერაგი დაავადებაა, უკონტროლო, აგრესიული მიმდინარეობის, სამწუხაროდ, სწრაფად კლავს ადამიანს.

თანამედროვე სტატისტიკით, შარდის ბუშტის კიბო 80% შემთხვევაში არაინვაზიური და ლიკვიდირებადია, შესაბამისად, მისი გამოვლენისთანავე (ექოსკოპიური თუ ტომოგრაფიული კვლევებით დიაგნოსტირებისას) პირველ ეტაპზე ნაჩვენებია წარმონაქმნის ბიპოლარული ტურით მოკვეთა.

ბიპოლარული ტური არის ოქროს სტანდარტი თანამედროვე ონკოლოგიურ უროლოგიაში (მეთოდის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე ბიპოლარული ტური. მას აქვს არა მხოლოდ სამკურნალო, არამედ უდიდესი სადიაგნოსტიკო მნიშვნელობაც, რადგან სწორად და სრულყოფილად ჩატარებულ ტურზეა დამოკიდებული პაციენტის შემდგომი მკურნალობის დაგეგმვა, შესაბამისი ტაქტიკის განსაზღვრა – ესაჭიროება თუ არა მას მასშტაბური ოპერაციის ჩატარება, შარდის ბუშტის მთლიანად ამოკვეთა (რადიკალური ცისტექტომია).

ბიპოლარულ ტურს პრინციპული მნიშვნელობა აქვს შარდის ბუშტის კიბოს ლიკვიდაციისას, იმიტომ, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ოპერაციის მსვლელობისას არის სისხლდენა. შარდის ბუშტის კედელი ინტენსიური სისხლმომარაგებით გამოირჩევა, სისხლძარღვებით მდიდარია და შესაბამისად, საკმაოდ სისხლმდენია სიმსივნური წარმონაქმნიც, აქედან გამომდინარე, კოაგულაციის საკითხი ოპერაციის დროს მნიშვენლოვანი და პრინციპულია, ძლიერი სისხლდენის განვითარებისას ქირურგიული ჩარევა რთულდება, მხედველობის არის სისხლით დაფარვის პირობებში პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება მანიპულირება, შარდის ბუშტის კედლის გახვრეტის, ნაწლავის დაზიანების, მუცლის ღრუში სითხის გადასვლის, სიმსივნურ უჯრედთა მიმოფანტვის დიდი საშიშროება იქმნება. აღნიშნულ ფაქტორთა გათვალისწენებით ბიპოლარული ტური ყველაზე მოსახერხებელია, რადგან დახვეწილი და სრულყოფილი ენდოვიდეო ტექნოლოგიის დახმარებით სისხლდენის კონტროლისა და გართულებათა არიდების საუკეთესო საშუალებას იძლევა.

გაითვალისწინეთ, MMT-ჰოსპიტალში _ გურამ ქარაზანაშვილის უროლოგიურ ჰაბში _ ბიპოლარული ტური “ოლიმპასის” სისტემის (მსოფლიოში ლიდერი, იაპონური კომპანიის წარმოების) აპარატურით ტარდება. ამ კლინიკაში მაღალკვალიფიციური, დიდი პრაქტიკული გამოცდილების მქონე სპეციალისტები უნიკალურად ფლობენ თანამედროვე უახლეს ტექნოლოგიებს!

ამ კლინიკაში შარდის ბუშტის კიბოს ლიკვიდაცია მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად ერთბლოკად ენდოსკოპიური მოკვეთით და NBI რეჟიმის გამოყენებით წარმოებს! სწორედ ეს არის მეთოდის მთავარი სიახლე, მაქსიმალური შედეგის მიღებისა და კიბოსგან განკურების გარანტი!

შარდის ბუშტის კიბოს ენდოსკოპიური მკურნალობის ორი მთავარი სიახლე

სიმსივნური წარმონაქმნის ერთ ბლოკად მოკვეთა

შარდის ბუშტის კიბოს ერთბლოკად ლიკვიდაცია გულისხმობს სიმსივნური წარმონაქმნის ძირფესვიანად ამოკვეთას მისი დანაწევრების გარეშე. ამ მეთოდით სიმსივნური წარმონაქმნი ზემოდან შრეობრივად კი არ იჭრება და იკვეთება (ბუჩქის ეტაპობრივად გაკრეჭვა-გათხელების ანალოგიურად), არამედ ძირიდან, კუნთოვანი შრის გარკვეულ ნაწილთან ერთად ერთმომენტად “ამოისახსრება” (ისე როგორც ბუჩქის ფესვებიანად ამოძირკვას ახორციელებენ ხოლმე). კუნთოვანი ბოჭკოების მიყოლება-ამოკვეთას უდიდესი დიაგნოსტიკური მნიშვნელობა აქვს - ეს არის ბიპოლარული ტურის ერთ-ერთი პრინციპული უპირატესობა, რომელზეც პრაქტიკულად დამოკიდებულია პაციენტის ბედი, რადგან სწორედ კუნთოვან შრეში სიმსივნური უჯრედების აღმოჩენით მსჯელობენ საბოლოოდ კიბოს ინვაზიურობის საკითხზე. თუ ამოკვეთილ კუნთოვან ქსოვილში ჰისტომორფოლოგიური კვლევით ვერ მოიძებნა სიმსივნური უჯრედები, ეს იმას ნიშნავს, რომ შარდის ბუშტის კიბო არაინვაზიურია, არ არის ჩაზრდილი ბუშტის კედელში, შესაბამისად, პაციენტს არ დასჭირდება შარდის ბუშტის სრული ამოკვეთა, ხოლო თუ ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევით დადასტურდება კიბოს ინვაზიურობა (ანუ კუნთოვან ელემენტებს შორის მოიძებნება სიმსივნური უჯრედები) პაციენტს მასშტაბური ოპერაციის ჩატარება დასჭირდება.

მთელი უბედურება ის არის, რომ ჰისტომორფოლოგიურ დასკვნებში ხშირად საერთოდ არ ფიგურირებს კუნთოვანი ბოჭკოების არსებობა, ამ შემთხვევაში გაურკვეველი რჩება, რამდენად სრულფასოვნად არის განხორციელებული სიმსივნის ლიკვიდაცია ან რამდენად ღრმად არის ჩაზრდილი სიმსივნური წარმონაქმნი შარდის ბუშტის კედელში. ამ პრინციპულ დეტალზე კი დამოკიდებულია პაციენტის ბედი, მისი მკურნალობის შემდგომი ტაქტიკა! სამწუხაროდ, თუ ამოკვეთილ მასალაში არ არის მოხვედრილი კუნთოვანი შრე, მსჯელობა კიბოს ინვაზიურობა-არაინვაზიურობის საკითხზე რთულდება, დიაგნოზი რეალურად დაუკონკრეტებული რჩება, შესაბამისად, პაციენტის შემდგომი მკურნალობა შესაძლოა არასათანადოდ დაიგეგმოს. მაშასადამე, სწორად და მაღალკვალიფიციურად ჩატარებული ტური ანუ შარდის ბუშტის სიმსივნის ენდოსკოპიური (“უსისხლო”) ლიკვიდაცია შარდის ბუშტის კიბოს სწორი მკურნალობის ფუნდამენტია.

MMT-ჰოსპიტალში _ გურამ ქარაზანაშვილის უროლოგიურ ჰაბში შარდის ბუშტის კიბოს ენდოსკოპიური (“უსისხლო”) დიაგნოსტიკა და მკურნალობა ხორციელდება მაქსიმალური სიზუსტით, უმაღლეს დონეზე, მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად და უახლესი ტექნოლოგიებით!

NBI რეჟიმი და მისი მნიშვნელობა

კიდევ ერთი პრობლემა შარდის ბუშტის კიბოს მკურნალობისას უხილავი სიმსივნური კერების არსებობა, მათი მოძებნა და ლიკვიდაციაა.

ცნობილია, რომ შარდის ბუშტის სიმსივნეთა 95%-ს უროთელიური კიბო წარმოადგენს. ეს უკანასკნელი პრაქტიკულად შარდის ბუშტის მთელი ლორწოვანი გარსის პათოლოგიაა, რადგან სიმსივნური პროცესი მულტიფოკალურია და ლორწოვან შრეში გაბნეული მრავლობითი კერების არსებობით ხასიათდება. სწორედ ამ უხილავი კერების (რომლებიც არ არის ზედაპირზე ამობურცულ-სახეშეცვლილი) იდენტიფიკაცია, სრულად მოძებნა და საფუძვლიანად ამოკვეთაა ქირურგის მთავარი ამოცანა.

აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად თანამედროვე ონკოქირურგია NBI რეჟიმის უახლეს ტექნოლოგიას ფლობს, რომელიც გამოსახულების ოპტიკური გაუმჯობესების თანამედროვე დახვეწილი მეთოდია, დაფუძნებული ვიწროსპექტრულ ვიზუალიზაციაზე. თუ ჩვეულებრივ, სინათლე 7 სპექტრითაა წარმოდგენილი, ბიპოლარული ტურისათვის გამოყენებულ ენდოსკოპიურ აპარატში სპეციალურ რეჟიმში გადაყვანისას სინათლის წყარო გამოასხივებს ვიწრო სპექტრის, მხოლოდ ლურჯი (415 ნმ სიგრძის) და მწვანე (540 ნმ სიგრძის) სინათლის ტალღებს, რომლებსაც ინტენსიურად შთანთქავს ერითროციტებში (სისხლის წითელ უჯრედებში) არსებული ჰემოგლობინი, შესაბამისად, ვიწროსპექტრული ვიზუალიზაციის დახმარებით ადვილად იდენტიფიცირდება ლორწოვანის სისქეში და მის ქვეშ ღრმად მდებარე სისხლძარღვები. ე.წ. სისხლძარღვოვანი შექუჩებებით, გროვებით გამორჩეული სისხლსავსე უბნები კი, ჩვეულებრივ, სიმსივნური კერებია. ამგვარად, NBI რეჟიმის თანამედროვე ტექნოლოგიით შარდის ბუშტის კედლების დათვალიერებისას ქირურგს უადვილდება უხილავი სიმსივნური წარმონაქმნების სწრაფად მოძებნა და ლიკვიდაცია.

MMT ჰოსპიტალი გურამ ქარაზანაშვილის უროლოგიური ჰაბი - არის პირველთაგანი, ვინც შეიძინა უახლესი თანამედროვე მოდელის “ოლიმპასის” სისტემის (მსოფლიოში ლიდერი, იაპონური კომპანიის წარმოების) აპარატი ამიერკავკასიაში და დანერგა შარდის ბუშტის კიბოს მკურნალობა ენდოსკოპიური NBI მეთოდით.

საყურადღებოა, რომ წლევანდელი გზამკვლევებით (ე.წ. გაიდლაინებით) შარდის ბუშტის ტურის დროს აუცილებელ, სავალდებულო მანიპულაციად არის მიჩნეული NBI რეჟიმით ბუშტის კედლების დათვალიერება. MMT-ჰოსპიტალში _ გურამ ქარაზანაშვილის უროლოგიურ ჰაბში აღნიშნული ტექნოლოგია უკვე მე-3 წელია დანერგილია და მას წარმატებით იყენებენ შარდის ბუშტის კიბოს მკურნალობაში. ასე რომ, ანდეთ თქვენი ჯანმრთელობა მხოლოდ პროფესიონალებს! ჩაიტარეთ მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი მკურნალობა MMT-ჰოსპიტალში, რადგან გურამ ქარაზანაშვილის უროლოგიური ჰაბი უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული, წამყვანი კლინიკაა საქართველოში!

MMT ჰოსპიტალი გურამ ქარაზანაშვილის უროლოგიური ჰაბი წამყვანი კლინიკა საქართველოში!

ლუბლიანას ქ. N#5, მე-9 სართული.

ტელ: 2 23 40 23; მობ: 571–311–155

http://mmt.ge/

R

თინათინ გოცაძე

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი