სახელმწიფო მოხელეების ხელფასების, დანამატებისა და პრემიების საკითხი მუდმივად განხილვის საგანია. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ მოხელეს მთავრობის მეთაურზე მეტი ანაზღაურებაც კი აქვს. ამ ჩინოვნიკების შესახებ „ბიზნესპრესნიუსი“ უკვე წერდა. ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, პრემიერ-მინისტრზე მაღალი შემოსავალი მიიღო გასულ წელს სსიპ-საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმაც, რომლის წლიური შემოსავალიც 72 950 ლარი იყო.
ცნობისთვის, გასულ წელს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფილმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა 51 000 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო.
2018 წლის 20 სექტემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ნინო ჩიქოვანი ფლობს 16, 54 კვადრატული მეტრი ფართობის ბინის 30%-იან წილს თბილისში, რომელიც 2016 წელს მემკვიდრეობით მიიღო; 600 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს წყნეთის სატყეო მეურნეობაში; 9,63 კვ.მეტრი ფართობის არასაცხოვრებელ ფართს; 600 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს ბულაჩაურში. მის საკუთრებაშია ასევე: 154 კვ. მეტრის ბინა დედაქალაქში, რომელიც 2016 წელს 200 000 ლარად აქვს შეძენილი; 41,73 კვ. მეტრის ბინა თბილისში; 45 კვ. მეტრისა და 3 996 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთებს დედაქალაქში და 113 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს სოფელ ხიმში. განაგრძეთ კითხვა