ავტორი:

Versace-ს მოდის სახლი 2,12 მილიარდ დოლარად იყიდება

Versace-ს მოდის სახლი 2,12 მილიარდ დოლარად იყიდება

მოდის ინდუსტრიის ამერიკული გიგანტი კომპანია Michael Kors Holding Ltd მოდის სახლ Versace-ს 2,12 მილიარდ დოლარად ყიდულობს. აღნიშნული ინფორმაცია კომპანია Michael Kors Holding Ltd-ის წარმომადგენლებმა დასავლურ მედიასთან უკვე დაადასტურეს.

გასული წლის ივლისში, Michael Kors-მა ფეხსაცმლის ბრენდი Jimmy Choo 1,1 მილიარდ დოლარად შეიძინა და მას საკმაოდ წარმატებულადაც ამუშავებს.

კომპანიის ხელმძღვანელობა მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ Versace-სთან დაკავშირებით იურიდიული საკითხების დასრულების შემდეგ, მოდის სახლს Capri Holdings Limited დაერქმევა. მათივე განმარტებით, კაპრი იტალიური კუნძულის პატივსაცემად გადაწყვიტეს.

Michael Kors-ის აღმასრულებელი დირექტორის ჯონს აიდოლის შეფასებით, "Versace 40 წელზე მეტია განსაკუთრებულ ხაზს ქმნიდა მოდის სამყაროში და ის არ უნდა დაიკარგოს...".

ვერსაჩეს ოჯახის წევრი გაერთიანებულ კომპანია Capri Holdings Limited-დან 150 მლნ ევროს მიიღებს. ვერსაჩეს ოჯახს მოდის სახლიდან 80% ეკუთვნოდა, დანარჩენი 20%-ს კი საინვესტიცო ფონდი Blackstone განაგებდა, რომელმაც Versace-ს 20%-იანი წილი 2014 წელს შეიძინა. ახალი ხელშეკრულების თანახმად მას თავის კუთვნილს დაუბრუნებენ.

რადგან მოდის ინდუსტრიის ისეთ გიგანტზე ვსაუბრობთ, როგორიც ჯანი ვერსაჩეა, მისი შექმნის ისტორიაზე შეჩერება ღირს - მოდის სახლი 1978 წელს დაარსდა და ის ერთი უბრალო იტალიელი მკერავის ნიჭის, ფანტაზიისა და რამდენიმეწლიანი დაუღალავი შრომის შედეგი და ხორცშესხმული იდეა იყო. დაარსებიდან ძალიან მალე ის გასული საუკუნის ცნობილი დიზაინერი გახდა.

ფოტოზე: ჯანი ვერსაჩე

1946 წელს იტალიის ქალაქ რიჯიო დი კალაბრიაში დაბადებული ჯანი ვერსაჩე ბავშვობაში მუსიკოსობაზე ოცნებობდა, თუმცა დედა მკერავი ჰყავდა და შვილიც მის გზას გაყვა, როგორც ჩანს, პირველი მუზა იქ მიღებული შთაბეჭდილებები იყო. თავადაც ამბობდა, რომ თავის პროფესიონალიზმს დედას უმადლოდა.

18 წლისამ დედის ატელიეში მუშაობა დაიწყო. 6 წელი ახალი მოდელების შექმნით იყო გატაცებული, რაც შემდეგ მოდის რევოლუციის წინაპირობა გახდა.... დედა-შვილი მოდელების შესაძენად პარიზსა და ლონდონში ხშირად დადიოდნენ. ვერსაჩეს მახვილ თვალსა და თანდაყოლილ დახვეწილ გემოვნებას არც თანამედროვე მოდის ტენდენციები გამოპარვია..

მისი ნიჭი შეუმჩნეველი არ დარჩენილა, ერთ დღეს სახელოსნოს ტელეფონზე შეძლებულმა მილანელმა ბიზნესმენმა დარეკა და მისი საქმიანობის განვითარებაში თანხის ჩადება შესთავაზა... ეს იყო 1973 წელი. იმ ზარმა ახალგაზრდა ვერსაჩეს ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალა.

ფოტოზე: და-ძმა, ჯანი და დონატელა ვერსაჩეები

1978 წელს, ძმასთან, სანტოსთან ერთად საკუთარი ფირმა, სამოდელო სახლი Gianni Versace დააფუძნა და იმავე წელს, პირველი საკოლექციო ჩვენება გაიმართა, რომელიც ანშლაგით დასრულდა. სულ ცოტა ხანში, ეს იყო კომპანია, რომელიც მოდის სამყაროში ამინდს ქმნიდა...

რაც შეეხება, სამოდელო სახლის ფინანსურ მხარეს, საშუალოდ მისი წლიური შემოსავალი 900 მილიონ დოლარს შეადგენდა. მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში 160-ზე მეტი მაღაზია გახსნა და ტანსაცმელთან ერთად, ბრენდულ აქსესუარებს, ქამრებს, ჩანთებს, სუნამოებს, საათებსა და სამკაულებსაც ქმნიდა...

1988 წელს ვერსაჩეს "მსოფლიოს წამყვანი და შემოქმედებითი დიზაინერის" ტიტული მიანიჭეს... მოდის ინდუსტრიაში ალბათ კიდევ უამრავ გადატრიალებას მოახდენდა და სიახლეს დანერგავდა, ალბათ კიდევ უამრავ სილამაზეს შექმნიდა, თუმცა 1997 წელს, მაიამი ბიჩში საკუთარ ვილასთან ესროლეს. მაშინ ჯანი ვერსაჩე 50 წლის იყო... მკვლელმა სიცოცხლე იქვე თვითმკვლელობით დაასრულა. არაერთი ვერსიის მიუხედავად, მკვლელობის ნამდვილი მიზეზი დღემდე დაუდგენელია.

ამის შემდეგ, სამოდელო სახლის ხელმძღვანელობა მისმა დამ დონატელა ვერსაჩემ იკისრა. ის მსოფლიოში ძველი ბრენდის ხაზის გაგრძელებას შეეცადა, მაგრამ ვერ შეძლო. მოდის ექსპერტები ამბობენ, რომ ის წლების განმავლობაში ინერციით განაგრძობდა მუშაობას, თუმცა მოდის სამყაროში ამინდს ცხადია ვერ ქმნის. როგორც ჩანს, არც ისე სახარბიელო რეალობის გათვალისწინებით მისი გაყიდვის აუცილებლობა დადგა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე