ავტორი:

ბიჭი ტალღებმა გაიტაცა და 49 დღე ზღვაში გაატარა - როგორ შეძლო გადარჩენა 18 წლის მეთევზემ

ბიჭი ტალღებმა გაიტაცა და 49 დღე ზღვაში გაატარა - როგორ შეძლო გადარჩენა 18 წლის მეთევზემ

ინდონეზიელი მოზარდი, რომელიც სათევზაო ნავზე იმყოფებოდა, ტალღებმა გაიტაცა და 49 დღე ზღვაში გაატარა.

BBC-ის ინფორმაციით, 18 წლის ალდი ნოველ ადილანგი ივლისში საკუთარ სათევზაო ნავზე იმყოფებოდა, როდესაც ძლიერი ქარის გამო ნავსაბმელი გაწყდა და ბიჭი ზღვაში აღმოჩნდა. მან ათასობით კილომეტრი გაიარა და გუამთან ახლოს პანამურმა გემმა შეიფარა.

ბიჭი „რომპონგზე“ მუშაობდა - ნავზე, რომელსაც არც ნიჩბები აქვს და არც ძრავი. მას ევალებოდა, ნავზე აენთო ნათურები, რომელიც თევზებს მოიზიდავდა.

ნახეთ ვიდეო : როგორ გადაარჩინეს მოზარდი, რომლის ნავიც ძლიერმა ქარმა წაიღო და 49 დღე შუა ზღვაში გაატარა

ადილანგის ნავი ქარმა 14 ივლისს გაიტაცა. საკვები თითქმის აღარ ჰქონდა, ამიტომ ნავის ფიცრებს წვავდა და დაჭერილ თევზს ცეცხლზე ამზადებდა.

იაპონიაში მყოფი ინდონეზიელი დიპლომატი, ფაჯარ ფირდაუსის თქმით, ბიჭს ზღვაში ძალიან ეშინოდა და ხშირად ტიროდა.

„როგორც კი დიდ გემს დაინახავდა, გადარჩენის იმედი ეძლეოდა, მაგრამ 10-ზე მეტმა გემმა ჩაიარა ახლოს და არცერთს შეუნიშნავს ბიჭი,“ - ამბობს ფირდაუსი.

სააგენტო AFP-ს ადილანგის დედამ განუცხადა, რომ ერთადერთი, რაც მშობლებს შეეძლოთ, მისთვის ლოცვა იყო.

31 აგვისტოს მეთევზე გუამის წყლებში პანამურმა გემმა აიყვანა. კაპიტანი გუამის სანაპირო დაცვას დაუკავშირდა, რის შემდეგაც მიიღეს ინსტრუქცია, წაეყვანათ იაპონიაში, საითკენაც გემს გეზი ჰქონდა აღებული.

ადილანგი იაპონიაში 6 სექტემბერს ჩავიდა და 2 დღის შემდეგ ინდონეზიაში დაბრუნდა. ბიჭის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ