ავტორი:

რატომ გაჩნდა "დედაენის" წიგნში ჩინური და ირანული წარწერები - სახელმძღვანელოს ავტორის პასუხი მშობლების პროტესტზე

რატომ გაჩნდა "დედაენის" წიგნში ჩინური და ირანული წარწერები - სახელმძღვანელოს ავტორის პასუხი მშობლების პროტესტზე

"განათლების სამინისტრომ კეთილი ინებოს და დაბრუნოს იაკობ გოგებაშვილის დედაენა და ყველა შტერის დაწერილი წიგნებით ნუ ამეცადინებენ ბავშვებს", "დახიეთ და გადაყარეთ, ბავშვები არ გაუშვათ სკოლაში, რაღაც მოიმოქმედეთ, ხალხო, როგორ ყველაფერს ეგუებით", "ღმერთო გვიშველე, ცოტა ხანში ქართულად ლაპარაკსაც აგვიკრძალავენ... " - ეს კომენატარები სოციალურ ქსელში დედაენის სახელმძღვანელოს განხილვას მოჰყვა.

კონკრეტულად კი გამომცემლობა "დიოგენეს" მიერ გამოშვებულ სახელმძღვანელოში მოქალაქეები უცხოურ წარწერებს აპროტესტებენ, რომელიც წიგნის ერთ-ერთ გვერდზეა დატანილი.

თემის აქტუალობიდან გამომდინარე, mshoblebi.ge სახელმძღვანელოს თანაავტორს მაია ხაზურს დაუკავშირდა:

- როდის შეიქმნა ეს სახელმძღვანელო?

- ეს არის აპრობირებული დ აკარგ შედეგებზე გათვლილი სახელმძღვანელო, რომელიც პირველად ათი წლის წინ გამოიცა. გარკვეული მოდიფიცირება მოვახდინეთ, ეროვნულ სასწავლო გეგმას შევუსაბამეთ, მაგრამ შევინარჩუნეთ ის კონცეფცუალური ხაზი, რაც ათი წლის წინ იყო.

- რომ დავაზუსტოთ, ათი წლის წინ ეს სახლმძღვანელო ზუსტად ასეთივე წარწერებით ისწავლებოდა?

- დიახ, დედაენა ძალიან ბევრ სკოლაში ამ წიგნით ისწავლებოდა და ეს სახელმძვანელო იმ მასწავლებლების მიერ იყო მოწონებული, რომლებიც იყენებდნენ მას, როგორც სასწავლო სახელმძღვანელოს. ყველა დეტალი მასაწავლებლის წიგნშია ახსნილი. ჩვენ ელექტრონული ვერსიაც კი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ნებიმიერ დაინტერესებულ პირს ენახა, თუ რა თემას ეძღვნება კონკრეტული გვერდი და რა სახის ინფორმაცია მიეწოდება მოსწავლეს. კონკრეტულად კი იმ გვერდზე გავამახვილეთ ყურადღება, რომლის გარშემოც აჟიოტაჟი ატყდა.

- თუ შეგიძლიათ, ჩვენს მკითხველსაც გაუმხილეთ, რა მიზანს ემსახურება წიგნში უცხოენოვანი წარწერების განთავსება?

- მანამ, სანამ კონკრეტულ კითხვაზე პასუხს გაგცემთ, პატარა შესავალს გავაკეთებ. სახელმძვანელოში თავს იყრის თემები - მაგ. ოჯახზე, ცხოველებზე და ა.შ. აღნიშნული თემები სრულდება თემით - "დედამიწა ჩვენი სახლია“. სწორედ ამ თემის ნაწილია ამ გვერდზე განთავსებული უცხოენოვანი წარწერები. მასწავლებელი გაკვეთილის პროცესში ბავშვებს უხსნის, რომ მსოფლიოში არსებობს 14 დამწერლობა და მათ შორის არის ქართული, რითაც ჩვენ ძალიან ვამაყობთ. გამომდინარე გვერდის სტანდარტებიდან, ყველა დამწერლობა ვერ განთავსებოდა...განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ