"რთულია გყავდეს თინეიჯერი შვილი" - უმცროსი ვაჟის რა ვიდეოს აქვეყნებს მიხეილ სააკაშვილი

"რთულია გყავდეს თინეიჯერი შვილი" - უმცროსი ვაჟის რა ვიდეოს აქვეყნებს მიხეილ სააკაშვილი

"რთულია გყავდეს თინეიჯერი შვილი" - ამ მინაწერით აქვეყნებს საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავისი ვაჟის, ნიკოლოზ სააკაშვილის ბლოგს.

უმცროსი სააკაშვილის ბლოგი, სახელწოდებით - "თმის შეღებვა იზუკუ მიდორიას (იაპონური მანგას გმირი) მსგავსად", youtube-ზე 24 სექტემბერს არის გამოქვეყნებული და მასში ასახულია როგორ იცვლის იმიჯს ექს-პრეზიდენტის თინეიჯერი ვაჟი.

VIDEO: ნიკოლოზ სააკაშვილმა საყვარელი პერსონაჟის გამო თმა მწვანედ შეიღება

ამჯერად, ნიკოლოზ სააკაშვილმა თმა მწვანედ შეიღება, თუმცა რამდენიმე თვის წინ მას ნარინჯისფერი თმა ჰქონდა. მიხეილ სააკაშვილმა ნიკუშას ნარინჯისფერად შეღებილი თმა ასე განმარტა:

"დღეს ჰოლანდიის მეფის დაბადების დღეა - ეროვნული დღესასწაული. მთელი ამსტერდამი ნარინჯისფერში გამოეწყო - ეს მათი ეროვნული ფერია. ამსტერდამის არხები სავსეა ნავებით, რომლებშიც ნარინჯისფრად შემოსილი ჰოლანდიელები სხედან. ამ ფაქტთან დაკავშირებით და მეფის პატივსაცემად, ჩვენი ოჯახის მთავარმა ჰოლანდიელმა - ნიკუშამ, თმაც კი შეიღება", - წერდა ოდესის ყოფილი გუბერნატორი.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს