ავტორი:

აშშ-ს უპრენცენდენტო სანქციები ირანის მიმართ - “ეს გადაწყვეტილება რუსეთ-ირანის ურთიერთობებს გაამწვავებს...”

აშშ-ს უპრენცენდენტო სანქციები ირანის მიმართ - “ეს გადაწყვეტილება რუსეთ-ირანის ურთიერთობებს გაამწვავებს...”

ირანისა და აშშ-ს ლიდერების ერთმანეთის მიმართ გაკეთებულ მწვავე განცხადებებს უკვე მოჰყვა შედეგი - დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ამერიკა ირანის წინააღმდეგ ახალი ეკონომიკური სანქციების განხორციელებას შეუდგა.

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას ტრამპმა ყველაზე მეტხანს ირანზე ისაუბრა და მას “მსოფლიოში ტერორიზმის წამყვანი სპონსორი უწოდა”. პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ 2015 წლის ბირთვული შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, ირანის “აგრესია მხოლოდ გაიზარდა”. ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, აშშ-მა ეს შეთანხმება დატოვა.

პრეზიდენტი ისევ და ისევ აცხადებს, რომ მისმა წინამორბედმა, ბარაქ ობამამ “სრულიად მიუღებელ და ცალმხრივ” შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომელიც მხოლოდ ირანის სასარგებლოდ იყო შედგენილი. თითქმის იგივე პოზიციაზეა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომლის განცხადებითაც, - “ეს პრობლემა მხოლოდ სანქციებით ვერ მოგვარდება და გრძელვადიანი სტრატეგია უნდა ჩამოყალიბდეს...”

ტრამპმა გაეროში გამოსვლისას, მსოფლიოს ლიდერებს ირანის შემდგომი იზოლაციისკენ მოუწოდა და ირანის ლიდერს “ქაოსის, სიკვდილისა და ნგრევის” მომტანი ადამიანი უწოდა, რომელიც იქამდე უნდა მოექცეს იზოლაციაში, ვიდრე “მისი აგრესიული ქმედება გაგრძელდება".

ერთი სიტყვით, ეკონომიკური სანქციების ახალი რაუნდი ირანს 5 ნოემბერს დაუწესდება. აშშ-ს პრეზიდენტი დასავლურ მედიასთან აცხადებს, რომ სანქციების შედეგად ირანში ადგილობრივი ვალუტა უფასურდება და ძალიან მალე ირანის ხელისუფლება მიხვდება, რომ ბირთვულ იარაღზე უარის თქმა და ამერიკასთან მოლაპარაკება მოუწევთ.

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ, რომელსაც ის არ დასწრებია, განაცხადა, რომ ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები იზოლირებულია და ირანის შესახებ მის შეხედულებას და მოსაზრებებს სხვა ლიდერები არ ეთანხმებიან.

ამერიკა-ირანს შორის დაძაბულობას მოთმინებით ადევნებს თვალს რუსეთი, რომელიც სირიის კონფლიქტში ირანის პარტნიორია. დასავლური მედია “ქვედა დინებებზე” წერს და ამბობს, რომ შესაძლოა, რუსეთმა ეს სანქცია სათავისოდ გამოიყენოს. Wall Street Journal-ის თანახმად, სანქციების ამოქმედების შემთხვევაში, ირანი და რუსეთი თანდათან ეკონომიკურად დაპირისპირებული მხარეები გახდებიან.

“იმ ფონზე, როდესაც ირანი ეკონომიკურ იზოლაციაში ექცევა, რუსეთი თანდათან ზრდის ნავთობის წარმოებას, იმავდროულად ის აფართოებს ვაჭრობას იმ ქვეყნებთან, რომელთაც ისლამური ქვეყნები ტრადიციულად მტრებად მიიჩნევენ” - წერს გამოცემა.

ამერიკელი ანალიტიკოსების შეფასებით, რუსეთმა თავისი პოზიცია უკვე მკაფიოდ გამოხატა და იმ ქვეყნებს, რომელთაც თავის “პოტენციურ კლიენტებად” აღიქვამს, მიმდინარე წელს დემონსტრაციულად აჩვენა, რომ ნავთობის წარმოებას ზრდის... “ამერიკა კი, ძალიან მალე იწყებს მკაცრ აკრძალვებს ირანისგან შავი ოქროს შესყიდვაზე, ანუ ეს ღონისძიებები შეეხება იმ ქვეყნებსაც, რომლებიც მოთხოვნებს დაარღვევენ” - Wall Street Journal.

ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის პროფესორის, რუსეთისა და ახლო აღმოსავლეთის ექსპერტის მარკ კაცის მოსაზრებით, რუსეთი ახლა მზად არის ირანის სისუსტით ისარგელოს და ეს ვითარება სათავისოდ გამოიყენოს, მით უფრო, ასევე მკაცრი სანქციებისა და სხვა მიზეზების ფონზე, მას საკმაოდ არასახარბიელო ეკონომიკური ვითარება აქვს.

“მთავარი მიზეზი, რაც მოსკოვსა და თეირანს შორის ურთიერთობას დაძაბავს, არის ნავთობი... ტრამპის განცხადებიდან მალევე, ირანის შავი ოქროს ფასზე მოთხოვნა 40%-ით შემცირდა, რაც უპრეცენდენტო მაჩვენებელია,” – წერს ექსპერტი და მიიჩნევს, რომ სირიაში მათი “სამხედრო თანამოაზრეობაც” შესაძლოა ეჭვქვეშ დადგეს.

მარკ კაცის თქმით, უკვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ იმ ქვეყნების ნაწილი, რომლებიც ადრე ამ კუთხით ირანთან თანამშრომლობდნენ, ახლა რუსეთს მიმართავენ, რაც ირანის ნავთობის მინისტრის ბიჟან ნამდარ ზანგანეს აღშფოთებას იწვევს. მან რამდენიმე დღის წინ, ალჟირში გამართულ ОПЕК+-ს (ნავთობის მწარმოებელი ქვეყნების ორგანიზიაცია) შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

“მაშინ ირანულმა მხარემ გააკეთა განცხადება, რომ ОПЕК+ -ის ნავთობის წარმოების გადანაწილება უკანონოდ ხდება და ამაში რუსეთთან ერთად, საუდის არაბეთიც დაადანაშაულა, რომელიც ამერიკის გავლენითა და ОПЕК+ -ს დახმარებით, ნავთობის ფასის დაგდებას ცდილობს... თუმცა, Wall Street Journal-ის ცნობით, ეს ერთადერთი არ არის, რის გამოც ირანში უნდა ღელავდნენ - გასულ წელს, ირანსა და ისრაელს შორის, რომელიც ირანის ერთ-ერთი გამოკვეთილი მოწინააღმდეგეა, წლიური სავაჭრო ბრუნვა 25%-ით გაიზარდა.

ამასთან, გასულ წელს, რუსეთი თანახმა იყო, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს С-400 სისტემები მიჰყიდოს, რომელიც თავისი შესაძლებლობებით ბევრად აჭარბებს რუსეთის მიერ ირანისთვის მიყიდულ С-300-ს. “ასე რომ, ბოლოდროინდელი პროცესები, ნამდვილად ამძიმებს სირიაში მებრძოლი ორი ქვეყნის ურთიერთობას”, - წერს Wall Street Journal.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე