ავტორი:

კახა კალაძე "ჭუჭუს წელვის კონსტიტუციით აკრძალვის" შესახებ ზურაბ ჯაფარიძის იდეას მხარს უჭერს

კახა კალაძე "ჭუჭუს წელვის კონსტიტუციით აკრძალვის" შესახებ ზურაბ ჯაფარიძის იდეას მხარს უჭერს

მხარს ვუჭერ "ჯაფარას" საინტერესო იდეას, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ ცესკოში შეტანილ სარჩელს, რომლის თანახმადაც, საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენება მოხდა.

კერძოდ, ორგანიზაციის განცხადებით, 27 სექტემბერს თბილისის მერი კახა კალაძე და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილთან ერთად მივიდნენ გმირთა მოედანზე მდებარე მემორიალთან. ამ ვიზიტის შესახებ იმავე დღეს გაავრცელეს ინფორმაცია თბილისის მერიისა და საქართველოს პარლამენტის ვებგვერდებმა, ასევე, უწყებების ფეისბუკის გვერდებმა, რაც ორგანიზაციის შეფასებით, შესაძლოა, კანონიდან გადაცდომა - ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება იყოს.

კალაძე ორგანიზაციის ამ განცხადებას ზურაბ ჯაფარიძის იდეის მხარდაჭერით პასუხობს.

„მე გუშინ ამასთან დაკავშირებით "ფეისბუკზე" სტატუსი დავწერე. დღეს თქვენ დასმულ შეკითხვაზე ზურაბ ჯაფარიძის საინტერესო იდეას ვეთანხმები. მინდა მხარი დავუჭირო მას. წაიკითხეთ რაც "ჯაფარამ" დაწერა და მეც მას ნამდვილად ვეთანხმები ამ კონკრეტულ შემთხვევაში", - განაცხადა კალაძემ.

საიას იურისტების განცხადებასთან დაკავშირებით, კალაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ "უსაქმურობა კანონით უნდა იკრძალებოდეს".

"შესაძლოა" მე გამოვიყენე ადმინისტრაციულ რესურსად კობახიძე, კობახიძემ გამოიყენა ადმინისტრაციულ რესურსად კალაძე და ეს ყველაფერი ზურაბიშვილის აგიტაციის ფარგლებში... უსაქმურობა კანონით უნდა იკრძალებოდეს!", - წერს კალაძე.

რაც შეეხება ზურაბ ჯაფარიძის იდეას, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი აცხადებს: „გირჩი ითხოვს კონსტიტუციით აიკრძალოს ჭუჭუს წელვა 1 სმ-ზე მეტ მანძილზე“; „დავითაშვილი, ინაშვილი, მოროშკინა ითხოვენ კონსტიტუციით აიკრძალოს თვითდაზიანება და თვითდეგრადაცია; ენმ და 64 სხვა პარტია ითხოვენ კონსტიტუციით აიკრძალოს ნებისმიერი მცენარის კულტივაცია, რომლისგანაც შეიძლება დამზადდეს ნარკოტიკი; საპატრიარქო ითხოვს კონსტიტუციით აიკრძალოს ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია ან ლეგალიზაცია; "გირჩი" ითხოვს კონსტიტუციით აიკრძალოს ჭუჭუს წელვა 1 სანტიმეტრზე მეტ მანძილზე, და დაშვებული იყოს მხოლოდ საკუთარ სახლში, ისიც მხოლოდ მოზარდების არ ყოფნის პირობებში“, - აცხადებს ჯაფარიძე.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები