ავტორი:

ალეკო ელისაშვილი - ირაკლი კობახიძეს კულულში ხელს მოვკიდებდი და ჩავიყვანდი მეტროში, ვაჩვენებდი ხალხი რა დღეშია

ალეკო ელისაშვილი - ირაკლი კობახიძეს კულულში ხელს მოვკიდებდი და ჩავიყვანდი მეტროში, ვაჩვენებდი ხალხი რა დღეშია

"ირაკლი კობახიძეს კულულში ხელს მოვკიდებდი და ჩავიყვანდი მეტროში, ამოვიყვანდი ნავთლუღის ბაზართან, ვაგზალზე, დიდუბის მეტროსთან და ვაჩვენებდი, ხალხი რა დღეშია" - ასე გამოეხმაურა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "7VS1"-ში სტუმრობისას ალეკო ელისაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ 2012 წელთან შედარებით სიღარიბე შემცირებულია.

"იმ კულულებით მერე ვატარებდი რეგიონებში და ვანახებდი როგორ მდგომარეობაში არის იქ ხალხი. დადის იმ ჯიპით, დაყვება 800 დაცვის მანქანა, მაგასაც მთელი მსოფლიო მოსაკლავად არ დასდევდეს. ჯიპიდან არაფერი არ ჩანს. უშველებელ, საქართველოსხელა კაბინეტში ზის... სამარცხვინოა, რომ ასეთი პარლამენტის თავმჯდომარე გვყავს. ჩვენი ჯიბიდან ფულს იღებს და აქეთ გვეუბნება, გაჭირვება არ არისო", - აღნიშნა ელისაშვილმა.

VIDEO: ირაკლი კობახიძეს კულულში მოვკიდებდი ხელს და ჩავიყვანდი მეტროში - ალეკო ელისაშვილი

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები