ავტორი:

რუსთავში ორი მამაკაცი დაჭრეს

რუსთავში ორი მამაკაცი დაჭრეს

რუსთავში, ავტობაზრობის ტერიტორიაზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს, ორი მამაკაცი დაჭრეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილები ე.წ. ბაიკერები არიან.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების ინფორმაციით, ერთს ნაკვეთ-ნაჩხვლეტი მსუბუქი დაზიანება კისრის არეში აქვს მიყენებული, მეორეს კი მხარზე.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ურთიერთშელაპარაკების დროს ორმა პირმა მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება, აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენებას გულისხმობს. ამ დროისთვის მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებები.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ